"გურჯაანში ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება აქტიურ ფაზაშია შესული" - ლევან ბეჟაშვილი
პოლიტიკა - 12:20, 21 Oct, 2020     674
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გურჯაანში ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება აქტიურ ფაზაშია შესული.

ბეჟაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს და სამხარეო პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ე.წ. კრიმინალური ქრონიკები - მესიჯებისა და ხმოვანი შეტყობინებების სქრინშოთები, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ახდენენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქტივისტები ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას. ამაში ჩართულები არიან, როგორც გამგებლები, ასევე სოფლის რწმუნებულები.

ერთ-ერთი ასეთი ფიგურაა გურჯაანის გამგებელი არჩილ ხანდამაშვილი, რომელიც კოქტეილების საქმის თაობაზე ლაპარაკობს და საკუთარი ძმის ბრალს აღიარებს.

ქართული ოცნების რუხი კარდინალი გოგი მაჩხაშვილი, რომელიც 2018 წელს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ამ ჩანაწერებში ამბობს 2018 წელს როგორ გასცემდა უკანონო დავალებებს.

სოფელ ვეჯინის ქართული ოცნების უბნის უფროსი სოფო გველუკაშვილი ადასტურებს, რომ გაჭირვებულ ოჯახებზე ვინმე ზურა მუხულიშვილი გასცემდა დახმარების პაკეტებს საკუთარი ხარჯებით ხმების სანაცვლოდ.

ასევე, აღიარებს ქართული ოცნების შტაბის უფროსის, ლერი გელენავა მიერ უკანონო ბრძანებების გაცემის არსებობას.

სოფელ შაშხანის ქართული ოცნების უბნის უფროსი ნანა გუთიშვილი აღიარებს, რომ გასცემდა 50 ლარიან დახმარებებს ხმების სანაცვლოდ.

სოელ ველისციხის რწმუნებული ნათია თათარაშვილი ადასტურებს, რომ საკუთარ ნათესავებს ამუშავებს უფასოდ ხმების სანაცვლოდ. ასევე, უკმაყოფილოა საჯარო კადრების დამოკიდებულებით ქართულ ოცნებასთან და პირველი ნოემბრის შემდეგ სურს ყველა მოიშოროს.

ადასტურებს რომ ბოლო ხუთ დღეში ყველას ზოგს შიშით , ზოგს ხათრით მიხედავს, ასევე ადასტურებს ფინანსური დახმარების მიღებას დეპუტატის მამის, ბიძინა სონღულაშვილისგან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვითხოვთ სამხარეო პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას და ამ ადმაიანების დაკითხვას. „





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42