ავტომობილების აქცია დაიწყო უკვე საქართველოს დიდ ქალაქებში.ავტომობილები თბილისისკენ მოემართებიან და სიგნალებით ანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ის თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში და რა მძიმე მდგომარეობა მოიტანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანაში, ეს კარგად ისმის თავისუფლების მოედანზე ავტომობილების სიგნალებით.
შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრათან გაიმართება.
„ის თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, კარგად ისმის თავისუფლების მოედანზე. ამდენი ადამიანი იმისთვის გამოვიდა, რომ ივანიშვილს სიგნალი მისცეს, თავისი პროტესტი დააფიქსიროს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა. ეს ხმაური იმის გარანტიაა, რომ 31 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






