ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩენე "მთავარ არხთან" გადაცემა "დღის სტუმარში" აცხადებს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ხასიათდება ნეგატიური პროცესებით. განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა წინასაარჩევნოდ არსებულ ძალადობრივ ფაქტებს, რომელთაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
ევროპარლამენტარმა პოზიტიურ ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაწილობრივ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სწორი და ძალიან კარგი ნაბიჯია.
"საქართველოში ჩვენ ასევე ვხედავთ ისეთ რამეს, რაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა. საუბარია ძალადობის ფაქტებზე, რომლებსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე საუბარია სიძულვილის ენაზე, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ტრადიციად იქცა, და რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამ უკანასკნელს სხვა ქვეყნებშიც აქვს ადგილი,. მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი შემცირება, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო, რომ პოზიტიური ნაბიჯებიც არის, მათ შორის, ნაწილობრივი პროპორციული სისტემის დამკვიდრება, რაც ძალიან კარგია." - თქვა ევრო დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






