ჩვენი პრობლემაა ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის მზად არის ყველაფერზე წავიდეს - ბოკერია
პოლიტიკა - 18:24, 20 Oct, 2020     975

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის თავის ტკივილი არის ერთიმხრივ ივანიშვილი, რომელმაც ქცეყანა უმძიმეს კრიზისში ჩააგდო და მეორემხრივ, სააკაშვილი, რომელიც იყურება წარსულში ნოსტალგიით და საკუთარი ძალაუფლების ინტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს.

„ქვეყნის თავის ტკივილი არის ივანიშვილის ხელისუფლება და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს. ოღონდ, ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ არ ვიყუროთ წარსულში ნოსტალგით, როგორც ამას აკეთებს სააკაშვილი.

ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხარდაჭრა პრემიერად. ჩვენი ხედვაა გარდამტეხი ცვლილებები და ის გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს - გადასახადების დაწევის, ქვეყნის შემოტრიალების კონკრეტული გეგმა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ქვეყანა წინ წავიდეს და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა.

„რაც შეეხება კვლევებს, ერთადერთი რა დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ტენდენციაა, შემდგომი კონსენსუსისა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. დანარჩენზე იმ ცდომილების ფარგლებში, რაც არის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმ რაოდენობის პირობებში, რაც ყველა კვლევაში დაფიქსირებულია, პროგნოზების გაკეთება არასწორი და მცადია. ჩვენი პრობლემა არ არის აქ სხვა, ახალი პარტიები, რომლებიც ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ჩვენი პრობლემაა ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინეტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის ივანიშვილის პროპაგანდას შეუწყოს ხელი იმის 30-ჯერ თქმით, რომ ჩამოვა, მერე არ ჩამოსვლით და უიმედობის დანერგვით ოპოზიციურ ამომრჩეველში, რაც ბევრჯერ გააკეთა და ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში შეთანხმების ჩაშლით . ეს მიმაჩნია მე პრობლემად. ახლა იქნება არჩევნები და გამოჩნდება, ვის რა მხარდაჭრა აქვს. „ევროპულ საქართველოს“ ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა განვახორციელოთ.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42