მე მჯერა, რომ 31 ოქტომბერი იქნება ობიექტური ვერდიქტი რადიკალური ცვლილების, რეფორმების სასარგებლოდ - ახვლედიანი
პოლიტიკა - 17:48, 20 Oct, 2020     881

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ბათუმში წარმოუდგენელი მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ, ამ დროს კი ხელისუფლებას არაფერი არ ადარდებს გარდა მისი ბიზნესის მოწყობისა და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერის დასრულებას სჭირდება საზოგადოების ვერდიქტი, რომელიც იქნება ობიექტური, რადიკალური ცვლილებებისა და რეფორმების სასარგებლოდ.

„წარმოუდგენელი უუფლებობაა! მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით! მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდება ხელისუფლებას თქვენი ხმები! აბა, რას ჰგავს ეს – ბათუმში ააშენეს ქიმიური ტერმინალი ჩვენი მტკიცე პროტესტის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ქალაქი ნაღმზეა, უზარმაზარი საფრთხის წინაშეა. არ ვიცით, რა წუთს აფეთქდება.

ვის აინტერესებს, ვის მოვსთხოვოთ შემდეგ პასუხი? - რიჟვაძეს, კომახიძეს თუ ივანიშვილს? ის, რომ ქალაქში წარმოუდგენელი მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ, რომ ათასგვარი ავადმყოფობა ჩნდება ამის გამო. ამ თემაზე უსაუბრია ჯერ ხელისუფლებას? მას არაფერი ადარდებს, გარდა იმისა, რომ საკუთარი ბიზნესები მოიწყოს, საკუთარი მმართველობა შეინარჩუნოს. მერე მოვლენ და და კვლავ უტიფრად გვთხოვენ ხმებს წინასაარჩევნოდ.

დავასრულოთ ეს არანორმალური პრაქტიკა – საფრთხის შემცველი ქიმიური ტერმინალი ბათუმში აღარ უნდა იყოს. ეკოლოგიაზე, გამონაბოლქვზე, დაჭუჭყიანებულ ჰაერსა და წყალზე პასუხი უნდა აგონ! ამას კი სჭირდება თქვენი ვერდიქტი 31 ოქტომბერს. მე მჯერა, რომ ეს იქნება ობიექტური ვერდიქტი რადიკალური ცვლილების, რეფორმების სასარგებლოდ.“ - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42