"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ- "დავით გარეჯთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია"
პოლიტიკა - 17:09, 20 Oct, 2020     1231
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პროკურატურისათვის მიცემული ჩვენების კომენტირებისას, სადაც ყოფილი პრემიერი პირდაპირ ადებს ხელს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ე. წ. სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მათგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთები თანხმდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ის რომ იმალებოდა, ნადგურდებოდა ან ქრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები, იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი ამას დავუმატებთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ასახულია უშიშროების საბჭოს სხდომაზე არსებული ვითარება და იქ გაჟღერებული დეტალები, დასკვნა არის ძალიან მარტივი - სახეზე გვაქვს ჩვენ უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსესუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მდებარეობდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42