პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე აჭარაში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე თორნიკე ჯანაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
თორნიკე ჯანაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას „რეფორმერის“ საარჩევნო პროგრამა და პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. მან ბათუმელებს ქალაქის და რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე პარტია „რეფორმერის“ ხედვებზე ესაუბრა.
თორნიკე ჯანაშვილი: „რეფორმერი“ აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს აჭარაში. შეხვედრებზე მოქალაქეები გამოხატავენ წუხილს იმ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ და რაც, სამწუხაროდ, არ მოგვარდა ამ წლების განმავლობაში. აჭარას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. ადგილობრივი მოსახლეობა არ კარგავს იმედს, რომ შეიცვლება არსებული გარემო. მათ აქვთ დიდი მოლოდინი ახალი სახეების მიმართ და გამოხატავენ ინტერსს. ისინი აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, პროცესებში. დარწმუნებული ვარ 31 ოქტომბერს გააკეთებენ სწორ არჩევანს. მათ აქვთ რწმენა, რომ ჩვენ ერთად შევცვლით არსებულ გარემოს და შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“
ამომრჩევლებთან შეხვედრები Covid 19 - ის დადგენილი რეგულაციებით და ნორმების დაცვით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






