კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე კი არა, პირველი ტალღა იწყება, თვლაც არ იციან - სააკაშვილი
პოლიტიკა - 16:25, 20 Oct, 2020     1099
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას ვიდეო ზარით ჩაერთო დამსწრე საზოგადოებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა კორონაპანდემია იყო, რომლის მართვაც, სააკაშვილის შეფასებით, ვეღარ ხერხდება.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებამ მთელი თანხა ხალხის სასტუმროებში გამოკეტვისკენ მიმართა:

ჯერ ივნისში გამოაცხადეს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო და დღეს იგივე კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე ტალღა კი არა, პირველი ტალღა იწყება - თვლაც არ იციან, მათთვის მეორე ტალღის მერე, პირველი ტალღა იწყება, თურმე დამარცხებული კოვიდი, საქართველოში იტალიაზე, უკარაინაზე და სომხეთზე მეტი ციფრებით ბრუნდება. იმის მაგივრად, რომ მომზადებულიყვნენ, ნახეთ, რამხელა რიგებია საავადმყოფოებში. სად არის უფასო ტესტები?! მთელი ფული, რომელიც თქვენი ჯიბიდან ამოიღეს, გახარიამ, ივანიშვილის ძმა ადიკომ თავის სასტუმროებსა და ნათესავებზე დახარჯა.

ერთ-ერთი მუშკეტერი ამბობს, მერე რა, რომ ხალხი იხოცებაო - ხალხი იმიტომ იხოცება, რომ ზოგს თანმდევი პროცესი აქვსო. ზოგს მუხლი სტკიოდა, ზოგს შაქარი ჰქონდა აწეული და ზოგს წნევა - უკაცრავად, თუ წნევა გვიწევს, ეს იმის საფუძველია, რომ დავიხოცოთ იმის გამო, რომ თქვენ მთელი ფული მოიპარეთ, პრეპარატები არ იყიდეთ და მედპერსონალი არ მოამზადეთ! მედპერსონალი თვითონ არის დაუცველი და პაციენტს ვითონ გადასდებს ვირუსს“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42