რეისი ჭორვილა-მოსკოვი - "ჩაბარდეს თავის პატრონს "გაზპრომში“- სააკაშვილი ივანიშვილს სპეცრეისს ჰპირდება
პოლიტიკა - 16:12, 20 Oct, 2020     1116
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მზადდება ივანიშვილისთვის და საქართველოს მტრებისთვის, არის გიორგი კაპანაძის გამარჯვება".
სააკაშვილმა საჩხერლებს ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და მის ღირსებებზე ისაუბრა.

სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაში დარწმუნებულია:

"როგორი ხრიკებიც არ უნდა ჩაატარონ, რა ამბებიც არ უნდა მოგვიმზადონ, როგორი გაყალბებისთვისაც არ უნდა ემზადოს ივანიშვილი, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და თავის დასასრული. ამ დიდ ტყუილს, ილუზიასა, დაცინვას, ჩვენი ამაყი ერის, ამ ყველაფერს მოეღება ბოლო. საქართველო იმსახურებს ბევრად უკეთეს მომავალს, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ", - თქვა სააკაშვილმა კაპანაძის წარდგენისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ის სპეციალურად გახსნის ჭორვილაში ერთი დღით საერთაშორისო აეროპორტს და რეისით ჭორვილა-მოსკოვით გაამგზავრებს ბიძინა ივანიშვილს.

„ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი აღარ დატოვებს, როგორც ეს ივანიშვილს სურს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“, დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს“,-განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ის თანამდებობისთვის არ იბრძვის.

„ვერანაირი მეჯღანუაშვილი და მაჭრუკანა ვეღარ დაგამცირებთ და ვეღარ ჩაგყრით უბედურ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ 11 დღე გვაშორებს საქართველოს გადარჩენას. კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე, როგორც ქვეყანა გაქრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ბევრი ერი გამქრალა თანამედროვე ეპოქაში, საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ საქართველო გამოღვიძებულია ისე, როგორც არასდროს. არავინ იბრძვის თანამდებობისთვის. საერთოდ არ მაღელვებს არც ერთი კაბინეტი, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მონისტრობაზე ვთქვი უარი, როცა ეს უკრაინის პრეზიდენტმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემს სამშობლოს- საქართველოს ვერასდროს ვუღალატებ და ჩემს ქართველობაზე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ვერასდროს ვიტყვი უარს“,-განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42