დღეს ჩვენ გვიწევს იმ პრობლემებზე საუბარი, რაც გაზაფხულზე დაისვა და შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო - კალოიანი
პოლიტიკა - 16:31, 20 Oct, 2020     777
ევროპული საქართველოს წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

კალოიანმა ყურადღება გაამახვილა კოვიდინფიცირებულთა საწოლებისა და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგებაზე. ასევე მან ყურადრება გაამახვილა ჰოსპიტალურ სექტორზე და განაცხადა, რომ ჰიბრიდული ჰოსპიტალების არსებობა შეცდომაა და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.

კალოიანის თმით, საჭიროა სამხედრო და საველე ჰოსპიტალების მომზადება და აღჭურვა რაც შეიძლება ნაკლებ დროში. მისი თქმით, ასევე საჭიროა სამედიცინო პერსონალის ინდივიდულაუირ დაცვის საშუალებებით აღჭურვა.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს იგივე პრობლემებზე საუბარი, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაისვა და რაც ჯერ კიდევ მაშინ შესაძლებელი იყო პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილიყო, ეს გახლავთ ძალიან მარტივი და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებასაც ექნება ძალიან დიდი ეფექტი.

· პირველი, ეს გახლავთ კოვიდინფიცირებულთა საწოლების და კრიტიკული მედიცინისთვის განკუთვნილი საწოლების გაორმაგება, რაც სტრატეგიულია ეფექტური ფუნქიონირებისათვის სამედიცინო დაწესებულებების.

· მეორე, ეს გახლავთ კოვიდ და არაკოვიდ პაციენტების მაქსიმალური განცალკევება ერთმანეთისაგან. ხელისუფლება წავიდა ჰიბრიდული კლინიკების გზით, რაც შეცდომაა და ის შეიძლება გახდეს და გახდა კიდეც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო.

· აუცილებელია მასიური ინფიცირებისთვის მომზადება, სამხედრო ჰოსპიტლების ან მასიური ტერიტორიების სახით. უნდა დაიწყოს მისი აღრიცხვა, აღჭურვა, მომზადება და ეს უნდა მოხდეს სწრაფად.

· ბოლო, ეს არის ექიმების, ექთნების, ტექნიკური პერსონალის, სამედიცინო სფეროში მომუშავე პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით, რაც კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და მეტყველებს იმაზეც, რომ ძალიან დიდია ჩვენი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი.

ამ 4 პუნქტის შესრულება შეიძლებოდა აქამდეც და შეიძლება ეხლაც, თუმცა ამს სჭირდება პასუხისმგებლიანი და ეფექტური ხელისუფლება.“ - განაცხადა კალოიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42