ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა ცხელი ხაზის გამართულობის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და საკარანტინე ზონებში იმ ადამიანების გადაყვანის აუცილებლობაზე, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან და არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა.
„ჩემს უკან არის 112, აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ დიდი ცოდნა არ სჭირდებიდა იმის გათვლას, რომ როდესაც დაიწყებოდა ის ტალღა, რისი მომსწრენიც ეხლა ვართ, გადაიტვირთებოდა ცხელი ხაზი და ამას სჭირდებოდა ელემენტალური მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს გაკეთბულიყო და ამიტომ, მე ეხლა წარმოგიდგენთ დაუყონებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმას, ის რაც გასაკეთებელია:
· ცხელი ხაზიც და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელი. საზოგაოებაში ჩვენ ვხედვათ მომატებულ შფოთვას, როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან კორონავირუსი სჭირთ, თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია და იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი.
· ასევე საჭიროა, რომ პირბადეების ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შევაჩეროთ გადაცემის სიჩქარე.
· საჭიროა რისკის-ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა. აუცილებელია, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თვითიზლოაციის შესაძლებლობა, განთავსდნენ საკარანტინო სივრცეებში.ეს სივრცეები არა ინფიცირებულთა ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს. ეს რათქმაუნდა უნდა იყოს ნებაყოფლობითი.“ - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






