ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ! დაანებონ ტელევიზიებში დგომას თავი და პაციენტებს მიხედონ!" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 15:56, 20 Oct, 2020     1598
პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული დემაგოგები აღმოჩნდნენ, რადგან მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს.

მისი თქმით, მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან, ხალხს ატყუებენ და სახელისფულებო ტყუილებში ერთვებიან.

„ამ ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ!

მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს და იმიტომ!

ხელისუფლების გასახმოვანებელი გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან.

ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამჭიმული.

ანუ, დღეს აღარ არის საშიში ეკლესიაში სიარული, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?!


ჩემთვის ძალიან შეურაცმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან!

ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ.

თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს. პოლიკნინიკებს ვგულისხმობ თუნდაც...

10 მილიარდი, რაც დახმარების სახით მივიღეთ, ისე გაქრა და აორთქლდა, ჯანდაცვის სისტემას არაფერი შემატებია.

ჯანდაცვის მინისტრი კი, საერთოდ ქვეყნის სირცხვილია!

საწოლები გვაქვს მობილიზებული, მაგრამ ექიმები არ გვყოფნისო, აცხადებენ,

დაანებონ ტელებიზიებში დგომას თავი და მიხედონ ავადმყოფებს მაშინ!

მაგრამ ეს ადამიანები პოლიტიკით არიან დაკავებული და არა ვირუსის მკურნალობით.

შედეგი კი არის ის, რომ დღეს აღარც ხელისუფლების სჯერა არავის და აღარც ამ გამოჩენილი ექიმების.

ეკონომიკა რომ არ დაენგრიათ, უარესი შედეგი გვექნებოდა?!

და ახლა, როდესაც ისევ ადამიანებს ზღუდავენ, პასუხი ვინ უნდა აგოს,

ისევ ადამიანებმა?

ისევ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია და მთელი მათი დანაშაული ის არის, რომ მათავრობას დაუჯერეს?

რადგან ზუსტად მათ დაკარგეს ყველაფერი, ვინც მთავრობას ენდო და დაუჯერა...

მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა გარდაიცვალა, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც.

კომერციული ბანკები მთავრობის დადგენილებას არ ასრულებენ, კანონს არღვევენ, ხალხს სულს ხდიან და მთავრობას ეს არათუ აღელვებს, ისევ ეკონომიკას ზღუდავს.

სამაგიეროდ გვყავს პრივილეგირებული ადამიანების კლასტერი, ვინც მოიპარა ყველაფერი რაც მოსაპარი იყო, მათ შორის შემოსული დახმარებაც, ადამიანები კი შიმშილისთვის გაწირეს.

აი ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს და ყველამ პასუხი უნდა აგოს ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის!

არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და არცერთი დამნაშავე დაუსჯელი!“- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42