გამყრელიძეს, იმნაძესა და ცერცვაძეს სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, ალბათ დიუმა საფლავში ბრუნავს - გია ხუხაშვილი
პოლიტიკა - 14:45, 20 Oct, 2020     1163
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ეპიდემიურ ვითარებასა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ცერცვაძე, გამყრელიძე და იმნაძე „პოლიტიკით გაერთნენ“ და რეალურად, არანაირი სისტემური ღონისძიება არ მიუღიათ, სანაცვლოდ კი ეკონომიკის ინტერესებზე საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკა აღარ არსებობს:

„ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს. რა სამი მუშკეტერი? ეს სამი ადამიანი აბსოლუტური პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა მოქცეული და გვიმტკიცებს დღესაც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული, დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. დაავადების გავრცელების პრევენციაზე აბსოლუტურად უარი თქვით. არანაირი სისტემური ღონისძიება არ მიუღიათ, დანაშაულებრივი შეცდომა იყო, როდესაც 15 სექტემბრისთვის არ ჩაიკეტა აჭარა და მიგრაციული პროცესები აჭარასა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის არ შეწყდა. ტურისტული სეზონი დასრულებული იყო და დღემდე არ არის ეს გაკეთებული. თუნდაც, შესასვლელ-გამოსასვლელებში სიცხე გაეზომათ. ნახეთ ევროპაში რა ხდება, ცხადდება ლოკალური ლოქდაუნები, კომენდანტის საათი, აჭარა უნდა ჩაეკეტათ და ეს რომ გაეკეთებინათ, ბევრად უკეთესი სურათი გვექნებოდა.

ამის ნაცვლად, დღეს გველაპარაკებიან ეკონომიკის ინტერესებზე, სად არის ამ ქვეყანაში ეკონომიკა? მომხმარებელი ქვეყანა ვართ, არანაირი ეკონომიკა ჩვენ არ გვაქვს, მარტო ვჭამთ, წამალს ვიღებთ და მეტი არაფერი. ეს ეკონომიკა მაინც იმუშავებს და ვერ ჩაიკეტება. უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. ნარცისიზმით და თავისი უნიკალურობის ტკბობით იყვნენ შეპყრობილი გინდ ხელისუფლება და გინდ შესაბამისი სპეციალისტები. ნარცისიზმით ტკბობაში გაატარეს ეს პერიოდი და დღესაც იხტიბარს არ იტეხენ, წუთებს და საათებს ითვლიან, რომ სიკვდილის შიში არ დაბრუნდეს მთელი ძალით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42