მუქარა კალაძის ცოლის ძმის სახელით - სოსო ჯაჭვლიანის ცოლს ქუჩაში ნიღბიანი პირი დახვდა
პოლიტიკა - 14:21, 20 Oct, 2020     3689
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის ცოლის განცხადებით, მას ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა. მისივე განცხადებით, მუქარა ეხებოდა ოჯახს, თუმცა ირმა ჯაჭვლიანს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავ ორგანოს ის არ ენდობა.თავად ჯაჭვლიანი მომხდარს კალაძის ცოლის ძმის მხირდან მუქარას უკავშირებს:

"ერთი ადამიანის პირით შემომითვალა გიორგი არეშიძემ მე, რომ საერთოდ თავი დაანებეო. შენ მართალი ხარ თუ მტყუანი, ტელევიზიები ჩვენი არისო და შავ პიარს აგიგორებთო. მერე გახსოვთ, რაც მოხდა, გამგეობის სხდომა ტარდებოდა, იქ შემოვარდნენ, იყო წივილ-კივილი, ვითომ ამ გამგეობის ჩაშლა უნდოდათ, ამ თემაზე მე საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ივსება იქ, როცა ოჯახის წევრს, თან ქალს, მეუღლეს ვიღაც ქუჩაში დახვდება და დაემუქრება", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნულ ფაქტს და საკუთარ ცოლის ძმასთან დაკავშირებულ ბრალდებას თბილისის მერი კახი კალაძე სისულელეს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გამგეობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, სადაც მკლავჭიდელებმა ჯაჭვლიანს კვერცხები დაუშინეს და წყალი შეასხეს. ისინი ჯაჭვლიანის თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42