ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება - თურნავა
საზოგადოება - 12:54, 20 Oct, 2020     882
„ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნათია თურნავას განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი სწრაფად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. „ჩვენი არჩევანი არის მხოლოდ ლოკალური, დროებით შეზღუდვები პროტოკოლების დაცვით იქ, სადაც ეს გარდაუვალია და შემდგომში ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ ერთვება საქმიანობაში. ასე რომ, სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს", - განაცხადა ეკოპნომიკის მინისტრმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ამ პრაქტიკის ეფექტიანობის პირველი მაგალითები ბიზნესსექტორში, როცა ორგანიზაციაში მოხდა ინფიცირება, მაგრამ გარკვეული პერიოდის, სწორი პროტოკოლების დაცვის და ყველა რეკომენდაციის შესრულების შემდეგ ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ გაიხსნა.
„ამის მაგალითია „აჭარა ტექსტილი" და სხვათა შორის, სწორედ ამ დარგს და ასეთ კომპანიებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ სექტემბრის თვეში ექსპორტში გვაქვს თითქმის 9%-იანი ზრდა - ტექსტილი და სამკერვალო ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. „აჭარა ტექსტილის" საწარმოში იყო ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ დღესდღეობით კვლავ მწყობრშია ქობულეთის და ბათუმის საწარმოები, ფოთის საწარმო ჯერჯერობით გაჩერებულია, იქ მიმდინარეობს ყველა დაგეგმილი ღონისძიება და იმედი მაქვს, რომ ისიც მალე ამუშავდება", - აღნიშნა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42