ნათლად არის ნათქვამი, რომ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არ შერჩებათ რაიმე ტიპის გადაცდომა ამ არჩევნებზე - უგულავა
პოლიტიკა - 11:11, 20 Oct, 2020     541
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორის განცხადება ეხმაურება.

უგულავას თქმით, ფერნანდესის განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები აქტიურად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის გადაცდომას, დაშინებასა და ზეწოლას.

უგულავას თქმით, ეს გზავნილი ხელისუფლებისთვის არის წითელი ბარათის ჩვენება.

„სრულიად ცალსახაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აღარ დაუშვებენ და აღარ მოითმენენ იმას, რომ ივანიშვილმა კვლავ უზურპაცია გააკეთოს არჩევნების, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების და ფალსიფიკაციის გზით იაროს.

პიდაპირ არის მითითებული, რომ 2018 წლის არჩევნები აღარ უნდა განმეორდეს, რომ ქართულ ოცნებას ეს აღარ შერჩება, შეშფოთება არის გამოთქმული გასული წლის განმავლობაში მიმდინარე პერიპეტიებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლება დაჭერებს, ძალადობას და ყველანაირ სიბინძურეს მიმართავდა იმისთვის, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოეხდინა.

ასევე, იმისთვის, რომ სახელისუფლებლო პროპაგანდამ არ გამოიყენოს კარგი ნაწილები მხოლოდ, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები გვესაუბრებიან როგორც პარტნიორ სახელმწიფოს და ბუნებრივია, საქართველოს ქებაცაა, იქვე არის მიყელებული რომ ეს ქება არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას შერჩება რაიმე ტიპის გადაცდომა ამ არჩევნებზე.

პრაქტიკულად, ეს არის წითელი ბარათის ჩვენება და ასევე მითითებულია, რომ ეპიდემიოლოგიური სურათის სიმძიმის გამო ნაკლები დამკვირვებელი არ ნიშნავს, რომ აშშ ამ არჩევნებს არ აკვირდება, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სუფთად, სამართლიანად და არავის არ ეპარება ეჭვი, რომ სუფთად და სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილი და ქართული ოცნება დამარცხდება და დადგება ცვლილებები ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42