„კოვიდ ინფექციის მზარდი სტატისტიკა ხომ არ გამოიწვევს ამომრჩევლის დაშინებას, რის გამოც მოქალაქეები, არჩევნების დღეს, შესაძლოა დარჩნენ სახლებში - წამყვანის ამ შეკითხვაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებზე ერთჯერადად მისვლა საფრთხეს არ შეიცავს, „ეს იგივეა სუპერმარკეტში ან ბაზარში გახვიდე. არჩევნები თავისი წესებით მიდის, საარჩევნო კამოანიის რეჟიმში, ასე ხდება ამერიკაშიც და ევროპაშიც, სადაც ჩვენზე მეტად მომზადებული ხვდებიან პანდემიას, ამ ლოგიკით თუ საარჩევნო შეხვედრები არ უნდა გაიმართოს, მაშინც არც არჩევნები არ უნდა გაიმართოს, თავად ხელისუფლება მარავს შეხვედრებს და ორმაგი სტანდარტებით არ უნდა იმოქმედონ, საზოგადოებას სთხოვო შენ დაიცავი წესრიგი და მათზე არ მოქმედებდეს არ შეიძლება... რაც შეეხება მასობვრივ კარანტინს უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველების, სტატისტიკა გვაჩვენონ, რამდენს აღმოაჩნდა კოვიდი, პრაქტიკულად არავის, ეს ფული გადაიყარა და შიეჭამა, გაიწერა სასტუმროების მომსახურებაზე და საზოგადოებას აბრალებენ, რომ ნიღბებს არ იკეთებენ და წესებს არ იცავენ, საზოგადოებას აქვს რეაქცია ტყუილებზე და ორმაგ სტადარტებზე. ხალხს ამოუვიდა ყელში დაცინვა. ვერავინ შეაჩერებს ხალხთან შეხვედრას, ჩვენ ვიცავთ მკაცრად დისტანციას.“ - განაცხადა სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






