კანდელაკი: მთავრობას არ სურდა ემიგრანტების არჩევნებამდე დაბრუნება, სწორედ ამიტომ უშვებენ ტესტით შემოსვლას არჩევნების შემდეგ
პოლიტიკა - 16:18, 19 Oct, 2020     853
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით ის რომ ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში PCR ტესტით შემოსვლა პირველი ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი ადასტურებს იმას რომ დისკრიმინაციული კარანტინის არსებობის მთავარი მოტივი ათეულ ათასობით ემიგრანტის ქვეყანაში არჩევნებამდე დაბრუნების აღკვეთა იყო.

კანდელაკის თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ შეყავდა საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში საბერძნეთი და პოლონეთი, სადაც საქართველოს მრავალი მოქალაქე ცხოვრობს და იმ დროსითვის 5-ჯერ უკეთესი ეპიდსიტუაცია ჰქონდათ მათ, ვიდრე უსაფრთო ქვეყნების სიაში მყოფ საფრანგეთს.

კანდელაკი ასევე საუბრობს იმ კორუფციულ სქემებზე, ტენდერებსა და ხელშეკრულებებზე, რომლებიც გაფრომდა მთავრობასა და ქართული ოცნების შემომწირველების კომპანიებს შორის სასტუმროების საკარანტინე სივრცეების გადასაქცევად.

„ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაური ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომ 1 ნოემბრიდან ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება PCR ტესტის წარმოდგენით და აღარ იქნება ეს დისკრიმინაციული კარანტინი და გაიზრდება რეგულაური ფრენების რაოდენობა.

ეს განცხადება, გარდა იმია, რომ სწორედ ამას ითხოვდა ევროპული საქართველო, ადასტურებს,რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქამდე დისკრიმინაციული კარანტინის არსებობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ქვეყანაში არ დაეშვა ამ არაფორმალური ბლოკადის გამოცხადებით იმ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მასიურად, რომლებიც ეხლა სიძნელეების წინაშე არაინ მთელ ევროპაში და რომელთაც კორონავირუსის და ეკონომიკირი კრიზისის გამო გასჩენოდათ სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

ბუნებრივად ისმის კითხვა, თუკი შესაძლებელია PCR ტესტით ქვეყანაში შემოსვლა, როცა დღეში გვაქვს 1200 შემთხვევა, რატომ იყო ეს შეუძლებელი და რატომ უნდა ჩაგვეყუდებინა ათასობით ჩვენი მოქალაქე ორკვირიან იძულებით კარანტინში? პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ მთავრობას არ დაეშვა ათეულათასობით გაბრაზებული, აქედან სიღარიბის გამო, ჩაფლავებული ქართული ოცნების მიერ შექმნილი სიღარიბის გამო ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელად წასული ადამიანები.

სწორედ ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ქართული ოცნების მთავრობას არ შეყავდა საბერძნეთი და პოლონეთი, მაშინ როცა, საბერძნეთზე 5-ჯერ უარესი, იმ მომენტისთვის, ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე საფრანგეთი იყო შესული უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ სახეზე გვქონდა მთელი ეს პერიოდი, მაშინ როცა, დღეში გვქონდა 20 შემთხვევა, ეს არაფორმალური ბლოკადა, არაერთი კვლევა არსებობს იმის შესახებ, რომ ამ დისკრიმინაციულ კარანტინს, რომლითაც მთავრობა უკრძალავდა ჩვენსავე მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებას არჩევნებამდე, ამ დისკრიმინაციულ კარანტინს თან სდევდა კოლოსალური კორუფცია, რომლის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში ეს კონტრაქტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ყოველგვარი ტენდერის გარეშე, აღმოჩნდებოდა ხოლმე ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიების თუ ინდივიდების ხელში და რეალურად, ამ სფეროში, რომლის ხელისმომწერიც იყო ქართული ოცნების პარტიული სიის ერთ-ერთი ახალი სახე, ქალბატონი ქვრივიშვილი, ამ კრიმინალზე ხელის მომწერი, რეალურად ამ სფეროში გაჩაღებული იყო წარმოუდგენელი კორუფციის დოღი.

ქვეყანა დგას გარდამტეხი ცვლილებების ზღვარზე და მთავრობა, ჩვენს ისტორიაში მეორედ აუცილებლად შეიცვლება ამჯერად კოალიციური მთავრობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42