"ლელოს" ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, პარტიის ოფისებში დეზინფექცია პერიოდულად ტარდება
პოლიტიკა - 13:42, 19 Oct, 2020     1150
კორონავირუსის პრევენციის მიზნით "ლელო" აგრძელებს ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის სავალდებულო, გადასულები არიან დისტანციურ მუშაობაზე.

რაც შეეხება თანამშრომლებსა და "ლელოს" ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია.

ტესტი გუშინვე ჩაიტარა მამუკა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრმა და მათი პასუხებიც უარყოფითია.

"ლელო" აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და არჩევნებისთვის ემზადება.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მდგომარეობას, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა "ლელოს" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი თქმით, "ლელო" ატარებს სახალხო კამპანიას და ამ რეჟიმის გამო, პარტიის ყველა წევრი თითქმის ყოველ მეოთხე დღეს PCR ტესტირებას იტარებენ.
"დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან გვაქვს შეხება და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხელისუფლებას მიშვებული აქვს კოვიდ ეპიდემია. როგორც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი?! ამას ყველაზე მწვავედ ვხედავ და ვწუხვარ, რომ დღეს ექიმები იქცნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მონაწილეებად. ყველა წესის დაცვით აქტიურად გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, გავალთ სოფლებში და რეგიონებში. "ლელო" გისურვებთ ჯანმრთელობას და აუცილებლად ჩავატარებთ არჩევნებს ყველა წესის დაცვით,"- განაცხადა კუპრაძემ.

"მათ, ვისაც გაუხარდათ "ლელოს" რიგებში კოვიდის დადასტურება, მინდა, რომ იმედები გავუცრუო, "ლელო" აგრძელებს სრულ სვლას გამარჯვებისკენ"-ამის შესახებ პარტიის მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე საუბრობს.
"ჩვენ ყოველდღიურად ვართ ველზე, შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას, მამუკა ხაზარაძეც თავს გრძნობს უკეთესად, აღარ აქვს სიცხე და ამიტომაც ყველა ფრონტზე, იქნება ეს ონლაინ, იქნება ეს ველზე, თუ ნებისმიერ სივრცეში, აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამომრჩეველთან 31 ოქტომბრამდე და ლელოს დამაჯერებელ გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩვენს ოფისში მიმდინარე სამუშაოებს, ტარდება დეზინფექცია, როგორც ცენტრალურ ოფისში, ისე საქართველოს მასშტაბით "ლელოს" ყველა ოფისში. ჩვენ ძალიან ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების წესს, ყველა პროცედურის დაცვით ვმუშაობთ, მათ შორის, თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და დისტანციურ რეჟიმზე. ამიტომაც, ეს ერთეული შემთხვევა არის ლოკალიზებული და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას,"- განაცხადა ბუაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42