“ევროპული საქართველო” სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:15, 19 Oct, 2020     624

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებს იყენებს იმ დირექტორებთან, რომელთაც ვადა ამოეწურათ.

კაპანაძე მოითხოვს, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა მიეცეთ მათ მინიმალური გარანტია.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, თუ რას აკეთებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ დირექტორების ნაწილს ამოეწურა დირექტორობის ვადა. ვადაამოწურული დირექტორების გადანიშვნა მოხდა შერჩევითად. თბილისში 110 დირექტორიდან 40-ს არ განუახლდა ვადა ანუ 40 დირექტორი შერჩევითად გაათავისუფლეს. მცხეთა-მთიანეთში 21-დან 6 დირექტორი ასევე შერჩევითად გათავისუფლდა, მათ შორისაა ის ქალბატონი, რომელიც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. სულ ახლახანს იგივე მოხდა ზუგდიდში, სადაც 29 დირექტორიდან 3 არ გადაინიშნა მათი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ამ გადანიშნული დირექტორების შემთხვევაც არის კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, გამომდინარე იქედან, რომ მათი გადანიშვნა ხდება ბრძანდებით და გათავისუფლებაც შესაძლებელია ბრძანებით, ნებისმიერ დროს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სრული კონტროლი დაამყარეს დირექტორთა დიდ ნაწილზე ამ გადანიშვნა და არდანიშვნის ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩვენი მოთხოვნაა, განათლების სამინისტრომ მიიღოს მორატორიუმი დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. სამწუხაროდ, სკოლის დირექტორები “ქართული ოცნების” პირობებში იქცნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მორატორიუმის გამოცხადება იქნება მათთვის მინიმალური გარანტიის მიცემა და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის მინიმალურად ჩვენება, რომ სკოლის რესურსის ბოროტად გამოყენება არ ხდება”, - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42