ჭიაბერაშვილის 4 ნაბიჯი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას კორონაეპიდემიის მართვაში
პოლიტიკა - 11:01, 19 Oct, 2020     597
“ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი 4 საკითხს ასახელებს, რაც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს კორონაეპიდემიის მართვაში, რათა დეკემბერში ძალიან სერიოზულად არ დამძიმდეს მდგომარეობა.

1. საჯარო კომუნიკაციაში სრული ჩავარდნაა. ეს დრამატულად უნდა შეიცვალოს. სატელევიზიო და სოციალურ მედიაში ინტენსიური კამპანიის (და არა ბრიფინგების!) პარალელურად, ცხელი ხაზებზე (112, 144, 1505) უნდა ვრეკავდეთ უპრობლემოდ და კვალიფიციურად უნდა გვპასუხობდნენ ყველა საჭირო კითხვაზე. საჯარო კომუნიკაციისა და ცხელი ხაზების მომსახურების გაუმჯობესებისა და ოჯახის ექიმების გაძლიერების პარალელურად, გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი ხარისხიანი სწრაფი ტესტი, რომელსაც სეზონური გრიპის პერიოდში არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დღეს არსებულ მასობრივ ქაოსთან გამკლავების დანიშნულება ექნება.

2. პირბადის ტარება (დაფარული ცხვირით!) სავალდებულო უნდა გახდეს ნებისმიერ საჯარო სივრცეში და მისი განუხრელი აღსრულებაა საჭირო. 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ უპირობოდ ყველგან! პირადი ჰიგიენა საკვანძოა!

3. ჩვენი ოჯახების დემოგრაფიისა და იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს ოჯახში რისკ-ჯგუფში შემავალი ერთი ადამიანი მაინცაა, მომდევნო 2-3 კრიტიკული თვის განმავლობაში საკარანტინე სივრცეებში ნებაყოფლობით განვათავსოთ რისკ-ჯგუფში შემავალი არაინფიცირებული (!) ადამიანები. ეს საშუალებას მოგცემს, ნაკლებრისკიანი მოქალაქეების მიერ ინფექციის მსუბუქი ფორმები თვითიზოლაციის პირობებში, ოჯახის ექიმების რეგულარული სატელეფონო მეთვალყურეობის ქვეშ, ეფექტიანად იმართოს და თან ინფექცია რისკის მქონე პირებზე არ გავრცელდეს.

4. ჯანდაცვის სამინისტრომ არა-covid, ცხელების და covid-კლინიკებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია უნდა დაიწყოს, რომ მრავალპროფილური საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებისაგან დავიცვათ და, იმავდროულად, სხვა დიაგნოზის პაციენტებს სამედიცინო მომსახურება არ მოვაკლოთ. სამედიცინო სექტორის დაფინანსების პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ვრცლად ამ ნაბიჯების შესახებ თავის პირად ბლოგში https://sapere8aude.wordpress.com/2020/10/19/როგორი-უნდა-ყოფილიყო-და-რ/

საუბრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42