ყველას პოლიტიკური ქულების დაწერა უნდა, გარეჯის ნამდვილი ისტორია და ბედი ბევრს არ აწუხებს - მეუფე დავითი
პოლიტიკა - 18:56, 18 Oct, 2020     1626

ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დავითი საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას ე.წ. კარტოგრაფების საქმესა და დავით გარეჯის ირგვლის არსებულ ვითარებას გამოხმაურა.
მეუფის თქმით, გარეჯის თემით პოლიტიკოსები პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ და სინამდვილეში მისი ბედი არ ანაღვლებთ.

„დღეს როდესაც ლაპარაკობენ, რომ გარეჯი პოლიტიკური ქულების დასაწერად არ უნდათ, ვინც ლაპარაკობს დადებითს თუ უარყოფითს ჩათვალე, რომ ყველას ქულის დაწერა უნდა, გარეჯის ნამდვილი ისტორია და ბედი ბევრს არ აწუხებს, თუნდაც პოლიტიკური ვითარებისთვის გამოეყენებინა რომელიმეს, მთავარი ხომ ის არის, რომ მოგვეცა სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა. აღმოჩნდა რუკები, რომლებიც ჩამოიტანეს და არ აქვს მნიშვნელობა საიდან ჩამოიტანეს. ომის დროს მტრის ზურგშიც კი ჰყავდათ თავისიანები და იღებდნენ იქიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ფაქტი, რომ გამოჩნდა საბუთი არ არის საკმარისი, ეს არ ნიშნავს უპირობოდ იმას, რომ გარეჯს დავიბრუნებთ. ყველას ლოცვა გვმართებს, რომ ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოს სახელმწიფოს იმ უწყების მოხელეებმაც, რომლებმაც დიპლომატიური მისია უნდა იკისრონ, რომლებმაც მოლაპარაკების სიმძიმე თავის მხრებზე უნდა აიღონ.

არ ნიშნავს რომ საბუთი გვაქვს და ყველაფერი დამთავრდა. რამდენი გვსმენია, უკანონოდ მიტაცებული მიწები მეზობლისა, თუნდაც ჩვენი ქვეყანა ავიღოთ. ვიძახით, რომ აფხაზეთი არის საქართველო, მაგრამ ჯერ ცოტა ხნით ჩვენს საზღვრებში არ არის. ფაქტია, ვამბობთ, რომ ის არის საქართველო! მადლობა ღმერთს გამოჩნდა რუკა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამისათვის იზრუნა, მაგრამ გულარხეინად არ უნდა დავრჩეთ ეს არის ღვთით მოცემული შესაძლებლობა, რომლითაც შეიძლება სანატრელი, სანუკვარი საქმე, რომელიც დაბინდულია და გაუგებრობითაა შეფუთული. ფაქტი ერთია, გაუგებარ საკითხს ნათელი მოეფინოს და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

დღეს თუ ვინმე ფიქრობს, რომ გარეჯი არ არის საქართველო ბევრი ისტორიული წყაროს მოყვანაც არ არის საჭირო, იქ მისული ადამიანი შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავს, რომ ეს არის ქვეყანა, ეს არის ადგილი, რომელიც ეკუთვნის მარლთმადიდებლური წარსულის მქონე ქვეყანას, ესეთი კიდევ არის საქართველო.

იუდას მიერ ჩადენილი საქმე ღალატი ქრისტესი, ვინც ამ გზას აირჩევს ყველასთვის ისეთივე მძიმე იქნება, როგორც იუდასი. ამიტომაც ეს ღალატი, იუდას ღალატის სინონიმად იქცა.

ახლა დიდი აჟიოტაჟია, აბა საპატრიარქო ამბობს, რომ ის ორი ადამიანი არის მოღალატე? ჩვენ ამას არ ვამბობთ, ზოგადად ვიძახით ღალატი უმძიმესია. მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ან უნდა უარყოს. ვლოცულობთ, რომ ყველა გზა შეცდომილი ჭეშმარიტებაზე მოიყვანოს” - განაცხადა მეუფე დავითმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42