რატომ გვჯერა მათი ვის დროსაც რაღაც უცნაურად, ვიტყოდი მუხანათურად მოხდა გარეჯის გასხვისება - მეუფე ანტონი
პოლიტიკა - 18:45, 18 Oct, 2020     1441
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ე.წ. კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს."ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს მასმედიასა და საზოგადოების ყველა ფენაში მწვავე დისკუსიის საგნად ქცეულ დავით გარეჯის სამოსანსტრო კომპლექსთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ საკითხს და გამოვთქვა ჩემი, როგორც მღდელმთავრისა და მოქალაქის პოზიცია.
თავიდანვე მინდა გნვაცხდო, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მიწაა და ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მესმის დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის უმეტესი ნაწილის პოზიციები.
რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრების დაზუსტებას, მიუხედავად ჩვენი ემოციებისა, ეს საკითხი საქმის საფუძვლიანად მცოდნე მეცნიერების, სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში არ დაზიანდება ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესები და უსამართლობისა და უსუსურობის განცდა არ დარჩებათ მოქალაქეებს.
ცნობილია, რამდენი კაცია იმდენი აზრია და დღეს ყველას ყველაფერზე მისი სკუთრებრივი შეხედულება, მოსაზრებანი და აზრი გააჩნია , ვის ვარუდების დონეზე, ვის საკუთარი გამოცდილებისა თუ სურვილების დონეზე. აღსანიშნავია, რომ ძალინ ნაკლებნი უსვამენ თავს კითხვას არის თუ არა ამ საკითხებში კომპეტენტურნი.
პირადათ, რაც უტყუარად ვიცი, ვიცი ის რომ 1994 წლიდან მაშინ, როდესაც იქ
გარეჯის უდაბნოში გაუსაძლისი საცხოვრისი პირობები იყო, იმ დროიდან იქ მსახურობს არქიმანდრიტი კირიონი, რომლის დიდი ძალისხმევითაც მიიღო ამ კომპლექსმა დღევანდელი სახე.
იმ დროს იქ არც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩანდნენ და არც მათი პრეტენზიები.
გადის დრო და 2005 წლიდან აქ ნელ-ნელა ჩნდება მესაზღვრეები, რომელნიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ კაპიტალურად არამც თუ მოუახლოვდნენ, არამედ შემოიჭრენ ამ ერთიან სამონასტრო კომპლექსში.. ხოლო 2012 წლიდან იწყებენ მომლოცველების არ შეშვებას...
იბადება კითხვა საიდან, რამ გაათამამა აზერბაიჯანის მხარე, რის საფუძველზე დაიწყო ასეთი თავდაჯერებული მოქმედება და ვინ ან რომელმა უწყებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი.
ან საიდან ვასკვნით ვინ არის და ვინ არა უდანაშაულო გამოძიების გარეშე.
აქედან ნუ გამოიტანთ დასკვნას რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ რადგან ბრალდებულნი ამბობენ რომ დამნაშავე არ არიან,
ამის გამო მათზე უნდა შეწყდეს გამოძიება... მსოფლიოში არც ერთი მსჯავრდებული არ ამბობს რომ ღირსია სასჯელისა, მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში.
სამამულო ომის დროს გიტლერის მიერ გადმოსხმულ დესანტში, კახელი აღმოჩნდა, რომელიც
გაასამართლეს და დახვრიტეს კახეთში. ბოლო წამამდე გაიძახოდა მოღალატე არ ვარო და ეს ბუნებრივია.
ერთხელ მეფეm პატიმრები მოინახულა. სათითაოდ ყველა პატიმარმა შეჩივლა რომ უდანაშულოდ იხდიდა სასჯელს. ბოლოს მეფემ შენიშნა, რომ მხოლოდ ერთი პატიმარი იდგა მოშორებით და ის არ მივიდა მხილოდ მასთან. მეფე დაინტეესდა ამ პატიმრით და როდესაც მისგან გაიგო რომ ის ავაზაკია და დამსახურებულად ვიხდიო სასჯელს, ადმინისტრაციას უთხრა ეს გაანთავისუფლეთ ამდენი პატიოსანი არ გააფუჭოსო.....
ან რატომ არ გვჯერა 1938 წლის ხელმოწერილი რუკის, რომელსაც მხარს უჭერს და ათწლეულობით თავგამოდებით იცავს ამ პოზიციას დედა ეკლესია და რატომ გვჯერა იმათი ვის
დროსაც რაღაც უცნაურდ, ვიტყოდი მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება.
ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს დრო გამოაჩენს.
მე პირდაპირ ვიტყოდი რომ, არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტალურად
წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას ვთხოვ ნუ გამოიტანს დროზე ადრე დასკვნებს, რომელსაც თავს გვახვევენ ისინი ვისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ამ მუხანათური
ჩანაფიქრის გამჟღავნებისა და რომელთა ხელშეწყობითაც მოხდა ის რაც ვერ შეძლო სერგო ორჯონიკიძემ და სხვა მავანმა..." - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42