ბიზნესისა და პროგრესის სახლი არის ეკონომიკის სწრაფი განვითარების და უმუშევრობის დაძლევის გზა - დავით შალუტაშვილი, "რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში
პოლიტიკა - 17:59, 18 Oct, 2020     1188



„რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე - ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დავით შალუტაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მან ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო პროგრამის, ბიზნესის და პროგრესის სახლის პროექტი გააცნო, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის ინიციატივით, ეკონომისტების გუნდმა შეიმუშავა გიორგი აბრამიშვილის და დავით შალუტაშვილის ხელმძღვანელობით.

დავით შალუტაშვილი: ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დაძლევა შესაძლებელია ახალი, მდგრადი ბიზნესების რაც შეიძლება სწრაფად შექმნით და არსებული პროექტების გაზრდით, ამისთვის საჭიროა იდეები, შემსრულებლები და კაპიტალი. მცირე და საშუალო ბიზნესს მუდმივად უდგას კაპიტალთან წვდომის პრობლემა, ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ბიზნესის დაწყების ან გაფართოების ეტაპზე. ინვესტორები კი თავის მხრივ ეძებენ კარგ საინვესტიციო პროექტებს, კომუნიკაცია ხშირად შუამავლებზე არის დამოკიდებული, რაც საერთოდ ვერ ხერხდება. სტარტაპ და გრანტების პროგრამები, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ატარებს სეზონურ სახეს, მიმართულია კონკრეტული დარგების დაფინანსებაზე და რაც მთავარია, შეზღუდულია ფინანსებში. სრულფასოვანი ბიზნეს-პროცესების წარსამართად ხშირად უამრავი ნებართვა და ლიცენზია არის საჭირო, სამინისტროებს შორის გართულებულია კოორდინაცია, ხშირ შემთხვევაში კი, განსაკუთრებული საჭიროებების დადგომამდე, არც არსებობს. საინვესტიციო პროექტის მიზნობრივად განხორციელება შეუძლებელია სხვადასხვა უწყებების კოორდინაციის გარეშე. ინვესტორს ნაკლები არგუმენტი აქვს, რომ საქართველოში განახორციელოს კაპიტალდაბანდება, რის გამოც იკარგება სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში შესული სახსრები.

მსგავს და მასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევისთვის რეფორმერის გუნდმა შევიმუშავეთ ბიზნესის და პროგრესის სახლის პროექტი, რომელიც დეტალურად არის ასახული ჩვენს პროგრამაში:

* ლოკალური ბიზნესები და სტარტაპები ინვესტორის მოძიების მიზნით შეავსებენ განაცხადს ინვესტიციის მოძიებაზე, რაშიც მათ კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ ბიზნესისა და პროგრესის სახლის შესაბამისი სპეციალისტები. საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება. სახლი დაკომპლექტებული იქნება იურისტებით, ფინანსისტებით, ეკონომისტებით, ინვესტიციის მენეჯერებით, დარგობრივი ექსპერტებითა და სხვა რელევანტური სპეციალიზაციის პროფესიონალებით.

* შეიქმება ინვესტორების რეესტრი, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია ლოკალურ ბიზნეს-პროექტებზე, რომლებშიც შეიძლება ამ ინვესტიციების განხორციელება. დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს ბიზნესის და პროგრესის სახლის თანამშრომელს, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, პროაქტიურ რეჟიმში შესთავაზებს მას დარგის ბიზნეს - პროექტების სიას რეგიონის და ინვესტიციის სავარაუდო მოცულობის მიხედვით.

* შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება ინვესტორისთვის საინტერესო პროექტის ავტორებისა და პოტენციური ინვესტორის შეხვედრები, რომელსაც მედიატორის რანგში დაესწრება ბიზნესისა და პროგრესის სახლის თანამშრომელი, ინვესტიციის მენეჯერი.

* ინვესტორსა და ბიზნეს-პროექტის ავტორს შორის შეთანხმების შემთხვევაში, ინვესტიციის მენეჯერი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩაიბარებს საინვესტიციო პროექტს და უზრუნველყოფს დაკავშირებული მხარეებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების საკითხების მოგვარებას. თითოეულ მხარეს დაეხმარება მისთვის საჭირო კონტაქტების მოძიებაში, გაუმარტივებს დოკუმენტაციასა და ნებართვებთან დაკავშირებულ ბიუროკრატიას და დროულად მიაწვდის ინფორმაციას, პროექტებს, კონტაქტებს ან საჭირო დოკუმენტაციას.
აღნიშნული მიდგომა მოახდენს საზოგადოების პოტენციალის რეალიზებას და უამრავი ადამიანის დასაქმებას, ახალი ბიზნეს პროექტები კი პროგრესის საწინდარი გახდება. ტექნოლოგიურ პროგრესს ეკონომიკის განვითარებაში „რეფორმერისთვის“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პროგრესი არის ბიზნესის ევოლუციის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ჩნდება ბიზნეს- სუბიექტების მიერ მიზანმიმართული ინოვაციური პროექტების დანერგვით და დაგეგმილი ექსპერიმენტების ხარჯზე. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს შექმნას პლატფორმა ბიზნესის სტიმულირებისთვის, არ დავკარგოთ არცერთი პოტენციური პროექტი, შევახვედროთ ინვესტორები პროექტების ავტორებთან, გავამარტივოთ მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და საჯარო უწყებებთან, რასაც ბიზნესისა და პროგრესის სახლების დანერგვით მივაღწევთ.~

კონცეფცია ითვალისწინებს ბიზნესისა და პროგრესის სახლების ორგანიზებას საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციას და ურბანიზაციის ზედმეტად მაღალი ტემპის შესუსტებას. მეწარმეობისა და სტარტაპების პოპულარიზაცია და პლატფორმის შექმნა საინვესტიციო პოტენციალის რეალიზებისთვის, დადებით გავლენას მოახდენს პოტენციური მეწარმეების ბიზნეს იდეების განხორციელებაზე. მდგრადი ბიზნეს-მოდელების ჩამოსაყალიბებლად მათი შესაძლებლობების გაძლიერება გახდება ცვლილებების საფუძველი და სხვა პოტენციური მეწარმეებისთვის იქნება მაგალითი.

დავით შალუტაშვილის თქმით, ბიზნესის და პროგრესის სახლების მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შეადგენს 11,6%-ს.მართალია, არსებობს დასაქმების სააგენტო, თუმცა იგი პრაქტიკულად უფუნქციოა. „რეფორმერის“ აზრით, ზემოთ აღნიშნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს თავისი პირვანდელი დანიშნულება „რეფორმერის“ შემოთავაზებული „ბიზნესისა და პროგრესის სახლის“ ფარგლებში და იგი უნდა იყოს შუამავალი რგოლი, ერთი მხრივ, სამსახურის მაძიებლებს, მეორე მხრივ კი, ბიზნესის სექტორს შორის. მისი ეგიდით შეიქმნება უმუშევარი მოქალაქეების ერთიანი ბაზა, რომელთაც სურთ დასაქმება. იქვე მითითებული იქნება ინფორმაცია თითოეული მოქალაქის განათლებაზე, გამოცდილებაზე, უნარ-ჩვევებზე და სხვა დეტალებზე, რაც ხელს შეუწყობს პოტენციურ დამსაქმებელს, სწორად შეაფასოს კონკრეტული კადრის შესაბამისობა საკუთარ მოთხოვნებთან.

საქართველოში პარადოქსული სიტუაცია გვაქვს დასაქმების კუთხით - სამუშაოს მაძიებელი ჩივის, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ხოლო ბიზნეს-სექტორი პირიქით - კვალიფიციური კადრების არარსებობაზე საუბრობს. ჩვენი პროექტის მიხედვით, ბიზნეს-სექტორი დაუკავშირდება დასაქმების სააგენტოს, მიაწვდის ინფორმაციას, რომ მას სჭირდება გარკვეული კვალიფიკაციის მქონე კადრები. სააგენტო ბაზაში შესაბამისი კადრების არსებობის შემთხვევაში მიაწოდებს დამსაქმებელს სამუშაოს მაძიებლების სიას, ხოლო ასეთების არარსებობის შემთხვევაში, დასაქმების სააგენტო დაუკავშირდება განათლების სამინისტროს, რომელსაც შემუშავებული უნდა ჰქონდეს კადრების სწრაფი პროფესიული გადამზადების პროგრამა და მისი დახმარებით რელევანტურ მოქალაქეებს გადაანაწილებენ კოლეჯებში, სადაც მათ სრულად დაუფინანსდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი. ინტენსიური თეორიული კურსის შემდგომ, აპლიკანტები გაივლიან ანაზღაურებად პრაქტიკას საწარმოში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდებიან. ასეთი სისტემის მეშვეობით, სახელმწიფოს გაუადვილდება ზრუნვა მოქალაქეებზე, პროცესები გახდება სისტემატიზებული, ხოლო უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება - აცხადებს პარტია რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დავით შალუტაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42