პარტია "რეფორმერის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე ბათუმის ურბანულ პრობლემებს ეხმაურება
პოლიტიკა - 17:59, 18 Oct, 2020     1079

პარტია „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე ბათუმში ქაოტური მშენებლობის შედეგად შექმნილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხმაურება და ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ჯეირან ოქროპირიძე აცხადებს, ბოლო წლებში ქაოტურმა მშენებლობებმა ბათუმს ეკოლოგიური და ურბანული პრობლემა შეუქმნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებს.

ჯეირან ოქროპირიძე: ბოლო რამდენიმე წელია ბათუმი ქაოტური მშენებლობების ტალღამ მოიცვა, საცხოვრებელი კორპუსები უკვე ტროტუარებზეც კი შენდება, თითქმის აღარ დარჩა სივრცე სკვერებისთვის, სადაც მოხუცები, ბავშვები დაისვენებენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც არ ცხოვრობენ სანაპირო ზოლის მიმდებარედ“

ქაოტური მშენებლობები ურბანულ პრობლემებთან ერთად ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. თუ გავითვალიწინებთ, რომ ბათუმში გაუმართავია საკანალიზაციო სისტემები, რომელიც მცირე ნალექის დროსაც კი მწყობრიდან გამოდის, ძნელი წარმოსადგენი არაა რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა.

როგორც რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე აცხადებს, ქაოტურ განაშენიანებას მოჰყვა სივრცითი მოწყობის პრობლემებიც, რაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსსაც იწვევს: “ იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ის პროექტები, რასაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვა, განაშენიანება უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს და რეგულაციებს, არ უნდა ანადგურებდეს გარემოს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აჭარაში ნებართვების მოპოვება ხდება კანონის გვერდის ავლით, კორუფციული გარიგებების შედეგად. არ არსებობს ქალაქის განაშენიანების ერთიანი ხედვა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქში სივრცითი მოწყობა.

„რეფორმერის“ ხედვით, მნიშვნელოვანია, ბათუმის განაშენიანება დაექვემდებაროს ერთიან კონცეფციას და გამკაცრდეს სამშენებლო რეგულაციების დაცვა. ბათუმს უნდა შეუნარჩუნდეს ის ხიბლი, რაც აქვს და გათვალისწინებული უნდა იყოს რეკრეაციული ზონები და სპორტული, დასასვენებელი სივრცეები, რომ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეირან ოქროპირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42