ბადრი ჯაფარიძე - კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები არასასურველია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ჩავატაროთ არჩევნები მშვიდად
პოლიტიკა - 17:09, 18 Oct, 2020     1409

"ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯაფარიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე თავს კარგად გრძნობს და ვისთანაც მას შეხება ჰქონდა, გადავიდნენ თვითიზოლაციაში.


რაც შეეხება დარჩენილ ორ კვირას და წინასაარჩევნო პერიოდს, ჯაფარიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ყველა წესის დაცვით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.


"მხარდამჭერს, რომელთანაც მამუკას შეხება ჰქონდა, აღმოაჩნდა კორონა, მანაც დაზღვევის მიზნით გაიკეთა ტესტი. პასუხი დადებითია და იმყოფება თვითიზოლაციაში, თუმცა თავს კარგად გრძნობს და შემართებითაა. სანამ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი არ იქნება, დარჩება თვითოზოლაციაში. ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო დღეებში მამუკას ჰქონდა შეხება, ჩაუტარდება ტესტირება, ცენტრალურ ოფისში ვატარებთ დეზინფექციას. პირადად მე ბოლო ერთი თვეა, ვარ საბურთალოს ოფისში. შესაბამისად, მასთან კონტაქტი არ მქონია და არ ვარ იზოლაციაში. რაც შეეხება დღის წესრიგს, ის არ შეცვლილა და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა ყველა წესის მკაცრი დაცვით. მოვუწოდებ ყველას, გავითვალისწინოთ მედიკოსების რჩევა, რომ პანდემიამ უკონტროლო განვითარების სახე არ მიიღოს. პანიკის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ - ციფრები საკმაოდ მაღალია. მშვიდად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მივიღოთ მონაწილეობა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს არჩევნების მეორე დღიდანვე. მთავარია, მოსახლეობა არ მოიცვას შიშმა, რასაც მიზანდასახულად ავრცელებს ხელისუფლება. ფაქტია, "ქართული ოცნება" ვერ მართავს სიტუაციას და როგორც კი ჩვენ გადავიბარებთ ხელისუფლებას, შევძლებთ როგორც ქვეყნის, ასევე კოვიდის მართვას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42