კარტოგრაფების საქმე არის ის საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს - კაპანაძე
პოლიტიკა - 16:02, 18 Oct, 2020     948

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ამ ორ ადამიანს მთავრობის პროპაგანდისტული მედია საშუალებები ედავებიან ქვეყნის ღალატს და დავით გარეჯის გაყიდვას, რა დროსაც ეს სისხლის სამართლის საქმეში არ არის ნახსენები.

კაპანაძის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ ამ საქმით კიდევ ერთხელ დაანახოს საზოგადოებას , რომ საქართველოში არის ორპოლუსიანი სამყარო, ერთ მხარეს კეთილი ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს ბოროტი სააკაშილი.

„კარტოგრაფების საქმე არის ის საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებას მოუსწრაფებს პოლიტიკურ სიცოცხლეს, იმიტომ, რომ ორი აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის ჩააგდეს ციხეში, დააბრალეს ენით აღუწერელი რამ, ქვეყნის ღალატი და გარეჯის გაყიდვა, ეს დააბრალეს პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, თორემ რეალურად, მათ ამასაც კი არ ედავებიან უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეში. ანუ, ეს არის ორი ადამიანი, რომელიც ტყუილად ზის ციხეში და ამ ბრალდებას აქვს ერთადერთი აზრი, ერთადერთი დანიშნულება, რაც პირდაპირ გაახმოვანა ბატონმა ღარიბაშვილა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებმა, რომ დააბრალონ ღალატი წინა ხელისუფლებას.

ყველანაირი არგუმენტის, ყველანაირი საფუძველის და ყველანაირი გამართლების გარეშე და ეს ფანდი, რომელსაც ივანიშვილი უკვე იყენებს, რომ წინასაარჩევნოდ შემოჰყავს სააკაშვილი, რომ მას დააბრალოს მორიგი აბსურდი, მას ამჯერად არ გაუვა და ამის მცდელობა, რომ წარმოაჩინოს ორპოლუსიანი სამყარო საქართველოში, ერთ მხარეს კეთილი ივანიშვილი და მეორე მხარეს ბოროტი სააკაშილი, ეს არ გამოუვა, რადგან ეს ასე არ არის. დღეს არის მრავალპოლუსიანი გარემო და მარტო ამ ორ ძალას შორის არჩევანი არ არის. ამიტომ, ივანიშვილის ეს მცდელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად გაკოტრებულია ეს ხელისუფლება, რომ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მას არ გააჩნია.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42