"5 მილიარდიდან მოიძებნა გახარიას და „ოცნების" მეგობრებისთვის, კაპიკი არ მოიძებნა მცირე და საშუალო ბიზნესისა და იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 14:42, 18 Oct, 2020     835

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით ეკონომიკაში საბანკო სექტორმა 229 მლნ ლარის ქონება გადაიფორმა. ქვეყნის ეკონომიკური მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ვაშაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვს თვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე და მოხდეს სესხის პროცენტის სუფსიდირება გამოყოფილი 5მლრდ-დან, ყველამ ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა.

"უმძიმესი ვითარება არის ქართულ ეკონომიკაში, 229 მლნ ლარის ქონება საბანკო სექტორმა გადაიფორმა საკუთარ თავზე კერძო მფლობელებისგან. 50 მლნ-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს და ეს მოიცავს იმ პერიოდს, როცა სესხების გადახდა ფაქტობრივად შეჩერებული იყო, სამი თვის შემდგომ 6 თვის მანძილზე ეს ყველაფერი გაჩერებული იყო. დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობა არის და ამიტომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვს თვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე, სანამ კორონა კრიზის არ გადალახავს ქვეყანა, მანამდე არ უნდა ხდებოდეს ქონების გადაფორმება და მეორე-სესხის პროცენტის სუფსიდირება გამოყოფილი 5მლრდ-დან, ყველამ ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უმძიმესი ვითარება, უბრალოდ ხალხი რჩება ქუჩაში, ამ ხალხს შველა უნდა და სად უნდა განვასახლოთ ეს ხალხი. ტოტალურად, მასიურად ხდება ამ ხალხი ქონებების გადაფორმება ბანკების, მიკროსაფინანსოების მხრეიდან. 229 მილიონი ეს მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორის ციფრია, გაცილებით დიდი ციფრია მიკროსაფინანსოების მიმართულებით, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, პირველ რიგში ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს თავი გაანძრიეთ - ნუ ხართ მონოპოლისტ ბანკთან ინტერესების დამცველები,ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დაიცვათ ხალხის ინტერესები, შეაჩერეთ გადაფორმების პროცესი, გამოაცხადეთ ექვს თვიანი მორატორიუმი, დავასუფსიდიროთ გამოყოფილი 5 მირიარდიდან სესხის პროცენტი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სესხის პროცენტს ვერ იხდის და ჩამოვაწეროთ სესხის პროცენტი პენსიონრებს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ შევაჩეროთ ის ძალიან მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია, რომ ხალხი შიმშილტან ერთად ქუჩაშიც არ დარჩეს. 5 მილიარდიდან ფული მოიძებნა გახარიას და „ქართული ოცნების" მეგობრებისთვის, კაპიკი არ მოიძებნა მცირე და საშუალო ბიზნესისა და იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. ეს უსამართლობაა, რადგან ეს 5 მილიარდი ამერიკამ და ევროპამ ხალხს მოგვცა იმისთის, რომ ყველამ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ფულის მკეთებელ „ქართული ოცნების" მეგობრებმა ეს ყველაფერი გამოიყენონ" - გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42