თორნიკე ჯანაშვილმა ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და მათ პარტია „რეფორმერის“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრაზე თორნიკე ჯანაშვილი ვაკის ოლქის ამომრჩევლის პრობლემებს გაეცნო და მათთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
თორნიკე ჯანაშვილი ( პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე) : ვაკის ოლქის ამომრჩევლებს გავაცანით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამა. ყველა ცვლილებების მოლოდინშია. ამომრჩევლის სურვილია არსებული გარემოს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა. ხალხი უკვე დაიღალა იმ დაპირებებით, რაც წლები ესმოდათ და ისინი უკვე ღიად გამოხატავენ ინტერესს და მხარდაჭერას ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ.
ჩვენ მოვუწოდეთ ამომრჩეველს, რომ 31 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






