ეს საქმე არის პოლიტიკური საქმე, წინასაარჩევნოდ ივანიშვილის გადასარჩენად - კაპანაძე კარტოგრაფების საქმეზე
პოლიტიკა - 16:28, 17 Oct, 2020     1103
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი და მას კავშირი რეალობასთან არ აქვს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთადერთი მიზანია დათესოს პროპაგანდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.

კაპანაძის თქმით, კარტოგრაფების საქმე არის პოლიტიკური საქმე ივანიშვილის გადასარჩენად წინასაარჩევნოდ.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მელაშვილის და ოლიჩოვას საქმე არის აბსოლიტურად თითიდან გამოწოვილი, შეკერილი საქმე, არაფერი კავშირი ამ საქმეს რეალობასთან, იურიდიულ ნაწილთან არ აქვს. ეს არის საქმე ერთადერთი მიზნით, რომ ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას.

ჩვენ ვნახეთ ბატონი ღარიბაშვილის სრულიად უსირცხვილო გამოსვლა იმედზე, სადაც მან ტყუილების კორიანტელი დააყენა, ოღონდ ამ ყველაფერს აქვს მისი აზრით ერთადერთი გამართლება, რომ წინა ხელისუფლებას უწოდოს მოღალატე და 34-ჯერ უწოდა მოღალატე და თქვა, რომ ეს იყო ღალატი. რატომ? იმიტომ, რომ მათ რეალურად აინტერესებდათ არა ამ ადამიანების ბედი, აინტერესებთ არა ქვეყნის ინტერესები, არა მათ შორის ეს მოლაპარაკებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის და ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა, მათ აინტერესებთ, რომ ეხლა, არჩევნებამდე მაქსიმალურად დათესონ პროპაგანდა, რომ წინა ხელისუფლება ყიდდა დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯი ბრალში არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ ეხება დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნიათ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ძალიან კარგად იცის.

ამიტომ, სრულიად ნათელია და გასაგებია, რატომ იყენებენ ამ საქმეს იმისთვის, რომ დაესხან თავს წინა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ეს საქმე ამისთვის მოიგონეს სწორედ, რომ წინასაარჩევნოდ, პროპაგანდისტულად ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას.

ეს რომ ნორმალური გამოძიება იყოს, მართლა რომ იურიდიული შინაარსის მქონე საქმე ყოფილიყო, ბუნებრივია ყველა ადამიანი დაიკითხებოდა სანამ ამ ადამიანებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებდნენ, მაგრამ ეს არ არის რეალობა და საუბარი იმაზე, ეს პროკურატურა ღარიბაშვილს დაკითხავს თუ არა, არის არარელევანტური და არ აქვს აზრი ამის შეფასებას. ეს საქმე არის პოლიტიკური საქმე ივანიშვილის გადასარჩენად წინასაარჩევნოდ.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42