წელს მარტო 100 000 სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ეს არ არის მარტო პანდემიის დამსახურება, ეს არის მათ შორის პანდემიის ყველაზე დიდი მეგობრების, კობახიძის, ივანიშვილის და მსგავსი კლოუნების დამსახურება - კაპანაძე
პოლიტიკა - 16:03, 17 Oct, 2020     3377
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას ქვეყანაში.

კაპანაძის თქმით, კობახიძე არის ორპირა გაიძვერა, რომელსაც მსგავსი განცხადებები არც კი გაუვლია თავში როდესაც დენდროპარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ან ქართული ოცნების პარტიულ შეხვედრებს ხედავდა.

„ბატონო კობახიძე არის ჩვეულებრივი ორპირა გაიძვერა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც დენდროპარკში იყო უამრავი ადამიანი შეკრებილი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ არც კი გაუვლია თავში, როდესაც ქართული ოცნების პარტიულ შეხვდრებს ხედავდა. ეს არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომელსაც მთავრობა ეწევა და თუ დააკვიდებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში, არცერთი პოზიტიური გზავნილი, არცერთი გზავნილი იმაზე, რა უნდა ეშველოს ქვეყანას, არცერთი გზავნილი, თუ რა პრობლემას გადაჭრიან, ქართული ოცნების მაღლაჩინოსნებიდან არ წამოსულა.

გზავნილები არის მხოლოდ ერთი, რომ ოპოზიციამ გააფუჭა ეს, ოპოზიციამ გააკეთა ის, ოპოზიციამ გაყიდა რაღაც და მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კამპანია. აუცილებალდ ამაზე გასცემს მას პირადად და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი პასუხს.

იმაზე, რომ სრულიად უპასუხისმგებლოს ეკიდებიან ქვეყნის მართვას, ეპიდემიის მართვას, ეკონომიკის მართვას და ამ ყველაფერს ჯამში ეწირება ადამიანების სიცოცხლე. მარტო პანდემიის გამო კიარა, არამედ სიღარიბის გამო, შიმშილის გამო და იმის გამო, რომ ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ სამსახურებს, წელს მარტო 100 000 სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ეს არ არის მარტო პანდემიის დამსახურება, ეს არის მათ შორის პანდემიის ყველაზე დიდი მეგობრების, კობახიძის, ივანიშვილის და მსგავსი კლოუნების დამსახურება.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42