თუ არჩევნები გვინდა რომ ჩატარდეს და ამ გზით ივანიშვილი წავიდეს, მაშინ წინასაარჩევნოდ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს - გვარამია ენმ-ს აქციაზე
პოლიტიკა - 12:43, 17 Oct, 2020     1643
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ენმ-ს მიერ გამართულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებულ აჟიოთაჟს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

გვარამია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მიტინგების ჩატარება, მით უფრო, თუ ცვლილებები სურს საზოგადოებას, სრულიად ბუნებრივია:"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ძალიან მრავალრიცხოვან და შთამბეჭდავ აქციას ბათუმში:
არჩევნები არ არსებობს საარჩევნო კამპანიის გარეშე; საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის);
არჩევნები, სადაც ამომრჩეველი ბოლოსკენ "დუხზე არ მოგყავს", მით უფრო, როცა გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი ხარ და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება უნდა დაამარცხო (რომელიც ტრანსპორტით მოათრევს თავის 200 ლარად ნაყიდ ან საჯარო მოსამსახურე ამომრჩეველს), განწირულია წასაგებად;
თუ სრულფასოვანი კამპანია არ უნდა ჩატარდეს (და ამომრჩეველთან გრანდიოზული შეხვედრა სრულიად აუცილებელი კომპონენტია, თუ გამარჯვება გინდა. ნუ ახლა 3%-ისთვის თუ იბრძვით და ბიძინა დარჩება თუ წავა, სულ ერთია, მაშინ ბიბლიოთეკა-ბიბლიოთეკა და სკვერ-სკვერ შეგიძიათ შემოიაროთ ქვეყანა), მაშინ არჩევნები რეალურ შედეგებს და ამომრჩევლის რეალურ განწყობებს ვერ ასახავს და უნდა გადაიდოს;
ჩამოვყალიბდეთ: თუ არჩვენები უნდა ჩატარდეს (და ბიძინა დამარცხდეს), მაშინ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს. თუ კამპანია არ უნდა ჩატარდეს ან კოჭლი კამპანიით შემოვიფარგლოთ (ანუ ბიძინა დარჩეს), მაშინ არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და გადაიდოს;
თუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტყებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან თქვენივე ტექსტები ბიძინას სასარგებლო იდიოტებად გაქცევთ; თუ ქოცების მოგება გინდათ - თქვენტან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement :
იმედია, არ შეწყვეტთ მსგავს აქციებს და წინასაარჩევნო პოლიტიკის და გამარჯვების მომტან მთავარ ატრიბუტზე უარს არ იტყვით; იმედია, გესმით, რომ ოცნება თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს. ვინც კრებს, იმათ (ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ), კორონათი ამუნათებს და ამისთვის თავის ტროლებს და სასარგებლო იდიოტებს იყენებს;მაგრამ კიდევ უფრო დიდი იმედია, პირბადეებს დაურიგებთ იმ ათასებს, ვინც მოდის თქვენს მხარდასაჭერად და ბიძინას გულის გასახეთქად.‼️და მთავარი შეკითხვა: ‼️
ბიძინა თუ არჩევნებს გააყალბებს (მოგების სხვა გზა არა აქვს და აუცილებლად ეცდება), დაიცა, და გარეთ არ გამოვდივართ კოვიდის შიშით, ან ველოდებით, პირბადეებს როდის დაგვირიგებენ?! ბოდიში და შიგ ხომ არა გაქვთ? ამ თქვენი ქვეშაჯვიობით ქვეყანას აბარებთ რუსეთს?!p.s. გირშელი გამახსენდა, ყველისციხის მბრძანებელი, ჟამიანობისას "მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი". იმედია, ეროვნული მასშტაბის გირშელიზაცია არ დაგვემართება და ქვეყნის ბედზე ვიფიქრებთ, რომელსაც არა კორონა, არამედ ბიძინა კლავს თვალსა და ხელს შუა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42