ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის, რომ ეს ხალხი თავისი სახსრებით გადავიდეს იქ, სადაც თვითონ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ - აფხაზავა
პოლიტიკა - 11:24, 17 Oct, 2020     998
ევროპული საქართველოს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირინა აფხაზავა, ჩაქვში, ჩაის უბანში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას არის განვითარებული მძიმე ეროზიული პროცესები და არის მეწყრის საშიშროება. აფხაზავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას აქვს გეოლოგიური დასკვნა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული ადამიანები. აფხაზავამ აღნიშნა, რომ გარდა ამ პრობლემისა, არის სამელიორაციო და სანიაღვრე პრობლემები, ამავდროულად, ახლოს მდებარე ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ჯანმრთელობას.

აფხაზავას თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასრულდება უყურადღებობა და უპესპექტივობა და დაიწყება გარდამტეხი ცვლილებების ეპოქა.

„კარდაკარის მსვლელობის დროს მოვხვდი ჩაქვის ჩაის უბანში, ჩიბურდანიძეების დასახლებაში, სადაც დამხვდა შემაძრწუნებელი სიტუაცია. მოსახლეობა სტიქიას ებრძვის წვიმის დროს, 40 ოჯახი არის მეწყერსაშიშ ზონაში, სადაც ვაკე ადგილებიც კი ჩარეცხილია, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს ყველაფერი გაგვეშუქებინა და მიგვეტანა თითოეულის ყურამდე, რომ დახმარებას ითხოვს მოსახლეობა. ამ პრობლემასთან ერთად არის ისიც, რომ აქ არის ნაგავსაყრელი, რითაც მოსახლეობა იწამლება. არის ასევე გზის პრობლემა და სანიაღვრე პრობლემები, არ არის ჩატარებული სამელიორაციო საქმიანობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის, რომ ეს ხალხი თავისი სახსრებით გადავიდეს იქ, სადაც თვითონ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ამ ადამიანებს ემუქრებათ რეალური საფრთხე, ხელისუფლების უყურადღეობას და ამ მძიმე მდგომარეობიდან ამოსვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ.“ - განაცხადა აფხაზავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42