შემდეგი ოთხი წელი გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 22:30, 16 Oct, 2020     1328

„შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით, გურიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები და პროექტები განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლისას, მან გურიის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„თვისობრივად ახალი ეკონომიკა განვითარდა და ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხარდაჭერით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი-ეს არის მსოფლიო ტურიზმის რუკაზე სრულიად ახალი მიზიდულობის ცენტრი, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი ეკოსისტემა და მზად ვართ, ათი ათასობით სტუმარს ვუმასპინძლოთ ჩვენს მხარეში. გვეამაყება, რომ შევძელით, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ჩვენი საამაყო თეატრის აღდგენა, ავაშენეთ და გავარემონტეთ ფოლკლორის ახალი ცენტრი, სადაც ჩვენი საამაყო მრავალხმიანი მუსიკა ახალ თაობებს გადაეცემა, ვამთავრებთ უკვე მუზეუმის მშენებლობას და ჩვენი კულტურა, ისტორია ახალი სახით წარდგება უკვე ახალი თაობის სტუმრების წინაშე. რაც მთავარია, ეს არის ბიზნესპროექტები, მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს, დასაქმებას უკავშირდება და ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს ოზურგეთში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა და ბიზნესში ახალი თაობის შექმნა.

„ამიტომ, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება პროფესიული განათლების, ხარისხიანი განათლების მიწოდება და ამასთან ერთად, კაპიტალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც სურს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ვისაც სურს მეტის გაკეთება, ამის შესაძლებლობა მიიღოს. შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთისთვის, გურიისთვის იქნება შესაძლებლობების წლები და ჩვენ მაქსიმალურად გავხსნით კარს, მაქსიმალურად გავხსნით შესაძლებლობებს ყველა ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ, მოწინავე ხაზზე მდგარ ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. მისი შეფასებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეკავება ყველაზე რთულ პერიოდში ეფექტურად შეძლო.

„ მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენი საზოგადოების იმედი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს დაუჭერს ჩვენი საზოგადოება მომავალშიც, ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა",- მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42