"არ მეგულება უკეთესი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეა" - დავით გამყრელიძე
პოლიტიკა - 21:53, 16 Oct, 2020     1688

"მე მჯერა პარტია "ლელოს" წარმატების, რადგან მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ყველაზე პატარა ბიზნესებიდან გიგანტური ბიზნესები შექმნეს ჩვენს ქვეყანაში. " - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის მეგობარმა და "ლელოს" მხარდამჭერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ლელოს" აქვს სწორი ხედვა, რომ პარტია და პოლიტიკური ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო.


"ყველა პროექტი, რომელიც მამუკას და ბადრის წამოუწყია, არის წარმატებული და დარწმუნებული ვარ, პარტიაც ასეთივე წარმატებული იქნება, რადგან "ლელოს" აქვს ყველაზე სწორი მიდგომა ახალგაზრდების პოლიტიკაში შემოყვანის მხრივ. პარალელურად, პარტიას ჰყავს წლების გამოცდილი პოლიტიკოსები და ეს ყველაზე გონივრული მიდგომა. მე არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ლარს და ეკონომიკას დაძრავს, ვიდრე ბადრი ჯაფარიძეა. არ მეგულება ჩვენი ქვეყნის უცხოელ
პარტნიორებთან მომლაპარაკებელი იმაზე კარგი, ვიდრე დავით უსუფაშვილია და ასე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ გუნდზე. 8 წელია, წამოვედი პოლიტიკიდან და დღესაც მეკითხებიან, გვეშველება თუ არა რამე. ყველას გიპასუხებთ, თუ მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 56-ს, ნამდვილად გვეშველება,"- განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძემ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ ფიქრია ჩიხრაძეზეც ისაუბრა და მისი პოლიტიკური წარსული გაიხსენა.
"8 წელია, რაც პოლიტიკიდან წავედი და საჯარო აქტიურობაც შევწყვიტე, დღეს კი ობიექტური მიზეზის გამო ეს პირობა დავარღვიე და ახლა თქვენ წინაშე ვარ. დღეს ვარ ჩემი უახლოესი მეგობრისა და წლების განმავლობაში თანამებრძოლის, ფიქრია ჩიხრაძის ოლქში და ვესწრები მის წარდგენას. მე ფიქრია მახსოვს, როგორ იბრძოდა რუსი გენერლების წინააღმდეგ, როდესაც დავით გარეჯს ესროდნენ. ერთად ალყაშემორტყმულ სოხუმშიც აღმოვჩნდით. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილი მებრძოლი და პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. არავის არ სჯეროდა, რომ 2002 წელს, როდესაც გვქონდა მოსაზრება, გაგვეტანა პარლამენტში რეზოლუცია ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, ფიქრია იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს გავიდოდა და მართლაც, ერთი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. მე მახსოვს, როგორ იბრძოდა სასამართლოში და ქუჩაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად და მახსოვს ბევრი რამ, რაც ამ ადამიანს გაუკეთებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართულ პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკოსი არ მეგულება ისეთი პოლიტიკური გამოცდილებით და სუფთად გავლილი გზით, როგორითაც ხელახლა მოდის პოლიტიკაში ფიქრია ჩიხრაძე," - აცხადებს გამყრელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42