"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა
პოლიტიკა - 21:45, 16 Oct, 2020     1295

"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა .

წარდგენის ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისინი ვარკეთილში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ ყოფით პრობლემებსა და სამომავლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ისაუბრეს.

ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას "ლელოს" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მინდა, ყველა სამგორელს მოვუწოდო, რომ მხარი დაუჭირონ ფიქრია ჩიხრაძეს, მხარი დაუჭირონ "ლელოს". ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა დავძლიოთ ის უიმედობა, რომელიც ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. გამოსავალი არის ის, რომ ყველა წესის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ"- განაცხადა ხაზარაძემ.

ადგილობრივების მძიმე სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა თავად ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, სამგორის რაიონში უმუშევრობის პრობლემა კოვიდპანდემიის შემდეგ გაორმაგდა.

"სამგორის რაიონი ძალიან დიდია და ბევრ უბანს მოიცავს. პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის უმწვავესი, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. მაგრამ განსაკუთრებით სოციალურად რთული რაიონია სამგორის რაიონი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებულია მათი ყოველდღიური ყოფა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს,"- განაცხადა ჩიხრაძემ.
"უახლოესი ორი კვირა არის არა მხოლოდ არჩევნებისთვის გადამწყვეტი, არამედ ძალიან ბევრი რამის ჩვენს ქვეყანაში"- ამის შესახებ "ლელოს" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ღონისძიებაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ყველა არჩევნები, რომელიც აქამდე ყოფილა, იყო გადამწყვეტი, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა. 30 წლის განმავლობაში მივედით იმ დასკვნამდე და გავიაზრეთ, რომ საჭიროა, ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს სახელწიფოს. ამისთვის როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, "ლელომ" ამაზე დიდი ხნის წინ იფიქრა და შეადგინა პროგრამა "ლელოს ახალი მარშალის გეგმის" სახით. ეს არის უპრეცედენტოდ კომპლექსური გეგმა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, ძირეულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა. ამ გეგმაში თავმოყრილია ძალიან ბევრი რამ, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ამას ავამოქმედებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. სწორედ ამის გამო, ხელისუფლების ფარულ მოწოდებას, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მივაქციოთ ყურადღება და ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლებას აქვს გათვლა, რომ ჩვენ თავად ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი,"- აღნიშნა უსუფაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42