ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ სხვა პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა - ახვედიანი
პოლიტიკა - 20:35, 16 Oct, 2020     1276

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით არის პრობლემა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოსწორდება, თუ არ გამოსწორდა განათლების პრობლემა.

ახლედიანის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში განათელბა უნდა იყოს, რაც მას გახდის რეალურად ევროპულ, რეალურად განათლებულ სახელმწიფოს.

„ჩვენი ეკონომიკა, მისი ცალკეული დარგები ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელია, მოუწესრიგებელია ქალაქები, არ გვივარგა ინფრასტრუქტურა, ცუდ დღეშია სასამართლო... ბევრი სხვა რამ გვაწუხებს, გვაწუხებს არსებითად, მაგრამ ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა.

შავ დღეშია საქართველოში სასკოლო განათლება, უბედურ დღეშია უმაღლესი განათლება. ჩვენ ვხვდებით, რომ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, ვხვდებით, რომ საქართველოსთვის განათლება უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი. არა თავდაცვა, არა უსაფრთხოება, ყველაფერი მთავარია, მაგრამ განათლება, უპირველესად, განათლება!

ამასთან ერთად, მრცხვენია, როცა ვხედავ, რომ ჩვენი სტუდენტები აღარ არიან აქტიურები, აღარ არიან სათანადოდ ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. არადა, სწორედ სტუდენტები უნდა იყვნენ სახელმწიფოებრიობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. გპირდებით, რომ 31 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველო გახდება რეალურად ევროპული, რეალურად განათლებული ქვეყანა! - განაცხადა ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42