საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს სთავაზობს
პოლიტიკა - 17:44, 16 Oct, 2020     1026
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მიმდინარე სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ბანკი მოსწავლეებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიურ სასწავლო სივრცეებს- იდეათეკებს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სთავაზობს. პროექტის მიზანია, დისტანციური სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქციული გახადოს.


პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში (ფოთი, თბილისი, დიცი და ხურვალეთი) სრულად აღიჭურვა იდეათეკები. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ბანკმა შეძლო არაფორმალური განათლებისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დაეტვირთა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და სკოლების ადმინისტრაციების დახმარებით, იდეათეკები უკვე აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი პროექტის პარტნიორებთან ერთად მოსწავლეებს იდეათეკებიდან ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელიც საგნების მიხედვით უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით. ასევე, მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერები ონლაინ შეხვედრებს იდეათეკებიდან გაუძღვებიან.

გარდა ამისა, მაღალი კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უსაფრთხოების წესების დაცვით, 5 კაციან ჯგუფებად შეიკრიბონ სივრცეებში და იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დანარჩენ კლასელებს ონლაინ ფორმატში წარუდგენენ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კი გაიმართება ონლაინ ლიტერატურული კითხვის დღე, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები იდეათეკების სივრციდან ჩაერთვებიან მოსწავლეების გაერთიანებულ ჯგუფებს და წაიკითხავენ წიგნებს.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში. პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, თუ როგორ გამოგვეყენებინა არსებული სივრცე და რესურსები დისტანციურად და მოხარული ვართ, მოსწავლეებს წარვუდგინეთ ახალი სასწავლო სივრცე იდეათეკების სახით. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. განათლების მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42