ჩემთვის უკადრებლის კადრებაა ის, როდესაც ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო დე მერე გავიწყდება - ბაქრაძე
პოლიტიკა - 16:50, 16 Oct, 2020     677
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე გიორგი გახარიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებამდე 2 კვირა ძალიან ტოქსიკური იქნება, რადგან წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან.

ბაქრაძის თქმით, იმ პოლიტიკური ძალისაგან , რომელიც არჩევნებზე ყველაფერს კადრულობს, მათ შორის რაფალიანცის თემას და დავით გარეჯის საქმეს, ოპოზიციისკენ ხელის გამოშვერა მიუღებელია.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ შიშები და ტოქსიკურობები თავისკენ უნდა მოიკითხოს.

„ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, რომ ყველა ქართველისთვის ემოციურ თემას და დავით გარეჯს იყენებ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო, ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და შემდეგ გავიწყდება, ჩემთვის უკადრებლის კადრებაა ის, როდესაც ბარბარე რაფალიანცის, 9 თვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო დე მერე გავიწყდება, ამიტომ, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის სტანდარტშიც შედის ყველაფრის გაკეთება და ყველაფრის გამოყენება არჩევნების მოსაგებად, ოპოზიციისკენ ამ თემაზე ვერანაირი ხელის გაშვერას ვერ მივიღებთ.

ჩვენი ამოცანაა, პირიქით, მშვიდად, ნორმალურად ამ დაზრფრული გარემოსგან თავისუფლად ადამიანები მოვიყვანოთ არჩევნებზე და ქვეყანას მოვუტანოთ ცვლილებები, რადგან ის რაც დღეს საქართველოს სჭირდება, არის გარდამტეხი ცვლილებები და ქართული ოცნების ხელში გატარებული თითოეული დღე ამ ქვეყნისთვის არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მეტი გაღარიბებული ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა და მეტი შექმნილი პრობლემა. ამიტომ, შიშები და ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ, ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ ცვლილებებამდე და ქვეყანა წავიყვანოთ წინ.“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42