"ბოროტი მასხარა“, "გარყვნილი“, "არარაობა“ - ღარინაშვილის წინასაარჩევნო ლექსიკა პოლიტიკური ოპოზიციისადმი და აგვისტოს ომითა და დავით გარეჯით
პოლიტიკა - 11:14, 16 Oct, 2020     1219

„რუსული ინტერესების გამტარებელი“ - ასე მოიხსენია თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობა, უპფილმ პრემიერმა ქვეყნის მესამე პრეზიდნეტს „ბოროტი მასახარა“ და „გარყვნილი“ უწოდა, თავდაცვის უწყების ხელმღვანელმა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბქარაძე „სულელად“ და „არარაობად“ მოიხსენია, ხოლო მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სულელი უწოდა.

რუსეთისთვის მიწერილი წერილის საფუძველზე მოსკოვიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ დავითგარეჯის 1936-38 წწ რუკის ჩამოტანას თავდაცვის მინისტრმა "სპეცოპერაცია" უწოდა.

"ამ მოღალატეებმა, რომლებიც თავად არიან რუსეთის ინტერესების გამტარებლები, და ამ ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წელს რუსული ჯარი შემოიყვანა საქართველოში, ჩვენ დაგვაბრალა რუსული ინტერესების გატარება, მათ დაიწყეს პანიკა, ისტერიკა, მათმა უგვანმა კაცმა, ვინც არის გვარამია, მთელი ამ გარყვნილებისა და მოღალატეების მთავარი წარმომადგენელი და სახე, თითქოს რაღაცას ვაპირებთ, მერე გამივიდა ის ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ 80 მილიონი დოლარი ავიღე გარეჯის გაყიდვაშიო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე ახლა ამ მოღალატეებს მივმართავ, მაშინ, როცა ბატონი, თქვენი ბოროტი მასხარა, გარყვნილი სააკაშვილი გადასცემდა ენგურჰესს, ჟინვალჰესს, რიონჰესს, გუმათი 1, გუმათი 2, შაორჰესს, ვარციხე, ხრამი, ეს ყველაფერი გადაეცა „რაო“-ს და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, აღარ გავაგრძელებ... სად იყვნენ ეს ადამიანები?! სად იყვნენ მაშინ, როდესაც სრული მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული ომამდე და ომის შემდეგ?! მაშინ, როცა აქ ამტკიცებდა, რომ პროდასავლური იყო. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. არჩევანი არის ჩვენს ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ეფესბეს არქივებში მოძიებული დავითგარეჯის რუკები საქართველოში ჩამოიტანა, პროკურატურამ ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენი ჯგუფის წევრები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავა. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42