როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას - ქაოსს - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 14:04, 16 Oct, 2020     1037
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და მთავრობას აკრიტიკებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არ იქნებოდა ამგვარი მდგომარეობა, მთავრობას გაზაფხულზე რაციონალური და გონივრული მართვა რომ დაეწყო.

„მთავრობის მიერ ეპიდემიის არასწორი მართვა გამოიხატება იმაში, თითქოს საერთოდ არ გვექნებოდა ტალღა, ამიტომ არის, რომ ამ შემოდგომის ტალღასაც იმ პრობლემების გაუთვალისწინებლად შევხვდით, რასაც გაზაფხულზე უკვე ნათელი იყო. შესაბამისად, როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას - ქაოსს, რომელსაც მოყვება იმ ტიპის ტალღა, რაც დღეს გვაქვს.

გაზაფხულზე რომ მთავრობას ამ ეპიდემიის რაციონალური და გონივრული მართვა დაეწყო, რომ ყოფილიყო ზომიერი რეგულაციები, რომელიც თანმიმდევრულად და მუდმივად საზოგადოება დაიცავდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დღეს ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა, რაც გვაქვს. ტალღა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოებაც და სამედიცინო სექტორიც უფრო გამართულად შევხვდებოდით. ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუტარებია ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც დაეხმარებოდა ჩვენს მედიკოსებს იმისთვის, რომ დღეს ასეთ ტალღას გამკლავებოდნენ. ამიტომაც გვაქვს მედპერსონალში ინფიცირების ასეთი მაღალი დონე.

დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ აბსოლუტური ილუზია და მითი იყო, თითქოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით მართა ეს ეპიდემია. სინამდვილეში მათ დააწესეს გაუმართლებელი შეზღუდვები, როდესაც ამის საჭიროება არ იყო, დანაზოგები გაუნულეს, შემოსავალი დააკარგვინეს ხალხს და ახლა ზამთარს ეკონომიკურად კიდევ უფრო დასუსტებულები ვხდებით.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42