"დოკუმენტს, რომელიც "ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია "ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 14:02, 16 Oct, 2020     847

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ დოკუმენტში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს ხალხს აწუხებს. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ახალ ბიუჯეტს განიხილავს ახალი კოალიციური მთავრობა და ის იქნება მორგებული ხალხის საჭიროებებზე.

„დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, არ ჰქვია ბიუჯეტი, ამას ჰქვია „ქართული ოცნების“ თავხედური განაცხადი, რომ მოგვეცით ბიუჯეტის და ხალხის ფულის კიდევ ერთხელ ხარჯვის უფლება იმიტომ, რომ მასში არ არის ასახული არცერთი ის საჭიროება, რაც დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. ამ ეპიდემიის პირობებში, არასწორი სტრატეგიის გამო, მთავრობამ დანაზოგები გაუნულა, შემოსავალი შეუმცირა და დააკარგვინა ათი ათასობით ოჯახს.

ბიუჯეტი კვლავ ისეთია წარმოდგენილი, როგორიც წინა წლებში იყო. კერძოდ, ამ ბიუჯეტით კარგად იცხოვრებს და კეთილდღეობაში იქნება „ქართული ოცნების“ ელიტა და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფები, ხოლო მთელი მოსახლეობა არათუ დღევანდელ გაჭირვებაში, არამედ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდება. ამიტომ, ეს დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის მიერ გარდამტეხი ცვლილებები მოხდება.

უკვე ახალი პარლამენტი, კოალიციური მთავრობა განიხილავს სულ სხვა ტიპის დოკუმენტს, რომელიც ხალხის საჭიროების მიერ იქნება შედგენილი.“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42