"ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითიდღე მძიმე და უმართავი ხდება, მთავრობა კი ამ პირობებშიც ფულის კეთებაზე ფიქრობს," - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 13:31, 16 Oct, 2020     921

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობა დღითიდღე უმართავი ხდება. მისივე შეფასებით, გაკეთებული ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ მიზანმიმართულად არ ხდება საკმარისი რაოდენობით ტესტირება, რათა რეალურად გახდეს ცნობილი ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია. პრემიერობის კანდიდატი გუშინ, სასტუმროში თრომბოემბოლიით ქალბატონის გარდაიცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სისტემის მხრიდან უყურადღებობას უკავშირებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ვაშაძეს მიაჩნია, რომ მოქმედი მთავრობა ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებს, არ აინტერსებს დღეს გარდაცვლილი 11 ადამიანიც და დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის მთავარ ამოცანად ხელისუფლების შენარჩუნება და ფულის კეთება რჩება.
"დღეს საქართველოში კორონა ვირუსი უმართავია. ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად ჯანდაცვის უწყება საკმარისი რაოდენობის ტესტებს არ აკეთებენ, რათა რეალურად გავიგოთ რამდენი ინფიცირებულია. სასტუმროში თრომბოემბოლიით ქალბატონი გარდაიცვალა, რადგან მას ყურადღება სისტემამ არ მიაქცია, შედეგად დატვირთვას ვეღარ გაუძლო, ამ ყველაფერში კი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი. ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ, არ აინტერსებთ ისიც, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია ხელისუფლების შენარჩუნებაა.სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანია გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის და იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. თვითონ მდიდრდებიან, 45 მლნ თავიანთ კომპანიებს გადაურიცხეს და სესხის სუფსიდირება მხოლოდ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუკეთეს. ტესტებთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული ქაოსია. დღეს ჩვენ რომ გვინდოდეს გავარკვიოთ კორონა ვირუსი გვაქვს თუ არა, ვერ დავადგენთ, რადგან ტესტები ხელმისაწვდომი არ არის. არ მეგონა თუ ექვსი თვის შემდეგ ისევ მასობრივ ტესტირებაზე საუბარი იქნებოდა საჭირო. გვიმტკიცებენ, რომ სწრაფი რეაგირება, ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლენა საჭირო არ არის და ამბობენ რომ ყველაფრისთვის მზად არიან ამ დროს კი ხალხი სასტუმროებში იღუპება მათი უყურადღებობის გამო. აი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. ჩვენ კვლავ ვამბობთ იგივეს, რომ მასობრივი ტესტირებით მაქსიმალურად ვირუსის გავრცელების ლოკალიზება შესაძლებელია, დახმარება სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ და შიმშილობენ. გეგმა და სტრატეგია არაერთხელ გვაქვს წარდგენილი, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი"- ზუსტად ასე არის „ქართული ოცნების" სახეები, რადგან ისინი ამ მდგომარეობაშიც კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ფული როგორ გააკეთონ. ყველაზე დიდი პრობლემა ისა, რომ არ ხდება გამოვლენა და შესაძლოა რეალური ციფრი გაცილებით მეტი იყოს. 12 000 ტესტი ჩატარდა ორი კვირის წინ და შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ახლა კი ტესტების რაოდენობა ჩამოსულია 3000 - 4000 - 5000 – 6000-ზე, რატომ შემცირდა დიაგნოსტიკის მაჩვენებელი? ამ პირობებში მე მათ არ ვენდობი და ამიტომაც მეშინია. სწორი მართვის პირობებში სკოლაც და უმაღლესი სასწავლებლებიც უნდა გაიხსნას, ოღონდ ქვეყანაში მასობრივი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42