თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექვსჯერ გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვები პოლიტიკური ოპონენტებისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.
მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ბოროტ მასხარად", დავით ბაქრაძე "სულელად" და "არარაობად", ხოლო ნიკა გვარამია "უგვანად" მოიხსენია.
"ამ მოღალატეებმა, რომლებიც თავად არიან რუსეთის ინტერესების გამტარებლები, და ამ ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წელს რუსული ჯარი შემოიყვანა საქართველოში, ჩვენ დაგვაბრალა რუსული ინტერესების გატარება, მათ დაიწყეს პანიკა, ისტერიკა, მათმა უგვანმა კაცმა, ვინც არის გვარამია, მთელი ამ გარყვნილებისა და მოღალატეების მთავარი წარმომადგენელი და სახე, თითქოს რაღაცას ვაპირებთ, მერე გამივიდა ის ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ 80 მილიონი დოლარი ავიღე გარეჯის გაყიდვაშიო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






