"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი
პოლიტიკა - 01:50, 16 Oct, 2020     1374


ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა თბილისში წმიდათა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას დავითგარეჯის საკითხზე ისაუბრა.

„ეკლესიისგან რა უნდათ? ჩვენ ყველა იმ ძალასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის სიკეთე უნდა. გარეჯი ჩვენი ქვეყნის სისხლით დაწერილი ისტორიაა, ექვსი ათასი ბერის ადგილსამყოფელია. გვიკიჟინებენ, რომ ეკლესია, თურმე, არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. თითოეული ბერი, მერწმუნეთ, რომ ღვთის სიყვარულით და ჩვენი ერის სიყვარულით არის აღვსებული და არ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება რამე დავთმოთ. ატყდა ერთი ვაი-ვიში: რატომ გააკეთეს, რატომ დაიჭირეს... ჯერ ერთი, ეკლესიას არავინ დაუჭერია - ეკლესიის შიგნითაც არ გვაქვს სასამართლო სისტემა. უბრალოდ, თუ ადამიანი ხმას ამოიღებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მამული, შეიძლება ამ საშინელ პერიოდში - არჩევნების პერიოდში, მტერიც გამოხვიდე. ყველა მხარე გაგწირავს. არ უნდათ ეკლესიის ძლიერება. ამიტომ ამაში ხელი არავის უნდა შევუწყოთ. სჯობს, ყველა დაცხრეს. ძიება, რომელიც დაიწყო, ეს არ შეცვლის გარეჯის საკითხს. აზერბაიჯანელებმა მეგობრობა იციან და საუბარიც იციან. მოვა დრო და ისე დავილაპარაკებთ, რომ ჩვენთვისაც - ქართველებისთვისაც სასიკეთოდ დასრულდება და ისინიც კმაყოფილები დარჩებიან“ , - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი წმინდა სინოდის წევრებსაც მიმართავს და შეახსენებს, რომ ღვთისმსახურები არიან და პასუხს აგებენ ღმერთის და არა პოლიტიკოსების წინაშე.

„მეუფეებს ბევრჯერ მოვუწოდე: ვხედავ საითაც მივდივართ, საითაც მივექანებით. თითოეული პოლიტიკოსი ცდილობს, ხელი მოგკიდოს და თავისკენ წაგიყვანოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ღვთისმსახურები. ცოდვილები ვართ თუ რაც ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთთან ვართ პასუხისმგებლები და არა პოლიტიკოსებთან. რამდენი წელია ეკლესიას აგინებენ და ბევრისგან არ მომისმენია შიგნით, გამოსულიყვნენ და ეკლესია დაეცვათ, პატრიარქის ღირსება დაეცვათ. ჩვენი სახელები უნდა ჩაიწეროს ცხოვრების წიგნში და არა ტელევიზიებში და ჟურნალ-გაზეთებში. ამიტომ ვიყოთ სამართლიანები, ნუ შეგვეშინდება ისეთ რამეზე ვესაუბროთ ხალხს, რომ დაძაბულობა მოვხსნათ. საქართველო განვითარდება მაშინ, როდესაც ერთმანეთის დაჭმას მოვეშვებით და ერთმანეთს და საქართველოს შევიყვარებთ. არ ღირს არცერთი სკამი - არც ერში, არც ეკლესიაში, თუ ერი არ იქნება კარგად“, - აგანაცხადა მეუფე იაკობმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42