მამუკა მდინარაძემ ​გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა (ვიდეო)
პოლიტიკა - 00:09, 16 Oct, 2020     5765

"ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატების დროს, სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს "ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ მისი და ირაკლი კობახიძის საათებთან დაკავშირებით ვაშაძემ საკუთარ კლიპში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

"თავიდანვე უნდა ვამხილო ეს ადამიანი ტყუილში. მაგალითად საათებთან დაკავშირებით მან პიარკამპანიის აწყობა გადაწყვიტა. მაგალითად, ჩემი საათი საერთოდ არ იყო ის საათი, რომელიც თავის სარეკლამო კლიპში გამოფინა. ასევე, ირაკლი კობახიძის საათი საერთოდ არ იყო ის, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. მე მინდა გადავცე ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად მას ეს საათი, რომელსაც როგორც კი დახედავს არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ შეახსენებს იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს", - განაცხადა მდინარაძემ.

საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ მის კლიპში კონკრეტული ფაქტებია ასახული და საათი, რომელიც მდინარაძემ სტუდიაში მიიტანა, ყალბია.

"ყალბი საათების მოტანა კარგია. იქ ყველაფერი, ფაქტებია მოცემული. იმასაც იტყვის რომ 600 000-ს ღირებულების საათი არ აქვს მათ თავდაცვის მინისტრს და იმასაც იტყვის, რომ სასახლეებში არ ცხოვრობენ. ეს საათი წაუღეთ იმ ადამიანს, ვინც გამოგატანათ და ის რეალური საათი მოუწევს, რომ უკან დააბრუნოს", - მიმართა ვაშაძემ მდინარაძეს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42