აუცილებელი იყო მთავრობას გაზაფხულიდან დაერეზერვებინა გრიპის ვაქცინები საკმარისი რაოდენობით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო - ჭიაბერაშილი
პოლიტიკა - 21:50, 15 Oct, 2020     902

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში არსებულ გრიპის ვაქცინების რაოდენობას ეხმაურება.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობას უნდა დაერეზერვებინა გრიპის ვაქცინები გაზაფხულზე, რათა ყოფილიყო საკმარისი რაოდენობა. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული რაოდენობა რისკ-ჯგუფებსაც კი არ ყოფნის.

„22 აპრილს საჯაროდ გავაფრთხილე მთავრობა, რომ შემოდგომისთვის, როდესაც გრიპის სეზონი დაიწყებოდა, საჭირო იქნებოდა გაცილებით მეტი ვაქცინის დარეზერვება გრიპის აცრისთვის, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, ზუსტად იმიტომ, რომ ერთმანეთში სინქრონში მოვიდოდა გრიპის სეზონი და კოვიდ ეპიდემია.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან დიდი დეფიციტია გრიპის ვაქცინის და ის რაოდენობა, რაც ჯერ-ჯერობით შემოტანილია, ნათლად აჩვენებს, რომ მოთხოვნა გაცილებით მეტია და რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის კომიტეტზე მიპასუხა, რომ ისინი გარკვეული გრაფიკით შემოიტანენ, მაგრამ აცრის პერიოდი სწორედ ახლაა.

800 000 პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს რისკი სწორედ ნოემბრიდან უდგება და შესაბამისად, თუკი აცრა ჩატარდება დეკემბერში ან იანვარში, ეს იქნება დაგვიანებული.

გრიპის ვაქცინით აცრა ამცირებს იმ რისკებს, რაც კორონავირუსთან არის დაკავშირებული და ამიტომ, აუცილებელი იყო მთავრობას გაზაფხულიდან დაერეზერვებინა გრიპის ამ შემოდგომისთვის შემქნილი ვაქცინები საკმარისი რაოდენობით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო, პირველ რიგში კი რისკ-ჯგუფები. დღეს რა რაოდენობაც არის, ის არ ყოფნის რისკ-ჯგუფებსაც კი.“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42