მამუკა ხაზარაძე - "ქართული ოცნება" პოლიტიკურად სრული ბანკროტია
პოლიტიკა - 17:46, 15 Oct, 2020     1016


„ქართული ოცნება" პოლიტიკურად უკვე სრული ბანკროტია. მათ ყველა სფეროში მარცხი განიცადეს,"-ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისვე თქმით, არავის შეუძლია, დაასახელოს თუნდაც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შეასრულა.

„არ არსებობს არცერთი პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე და წარმატებით დაასრულა. თუნდაც პანდემია, რომელიც პირველ ეტაპზე მთელ მსოფლიოს მოედო და „ქართულმა ოცნებამ" გააპიარა, თითქოს მართვა მხოლოდ მათ შეეძლოთ და აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით მეორე ტალღას. ჩვენ მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, გაკეთებულიყო ინტერპარტიული საბჭო, სადაც ყველა მივიღებდით მონაწილეობას და გადაწყვეტილება შეჯერებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის. რადგან როდესაც პანდემია იწყება, ეს ომის ტოლფასია და უნდა გაეთვალისწინებინათ. ინიციატივა, რომელიც ასევე შევთავაზეთ, იყო 3 მლრდ. საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელსაც არ სჭირდებოდა მოზიდული თანხების ინვესტირება, არამედ მოხდებოდა შიდა რესურსების მობილიზებით. ამით ჩვენ მივცემდით საშუალებას ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა დავალიანება, ახალი საკრედიტო ისტორია დაეწყოთ და სტრესს მოვუხსნიდით ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც დღეს მიდის კოლაფსისკენ. ჩვენი ინიციატივები მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ 200 000 მილიონიანი საგარანტიო ფონდი შექმნეს და დაურიგეს თავიანთ პარტიულ კომპანიებს,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს" თავმჯდომარის თქმით, დიდი დანაშაულია, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ვალით ავსებ და მას 200 ლარად არიგებ. ამ დროს კი არ ითვალისწინებ ხვალინდელ დღეს. მმართველი გუნდი სამომავლო გარანტიას ვერ იძლევა, ამ დროს კი ვალის ხარჯზე არიგებს თანხებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42