დავით შალუტაშვილი "რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში. - ძლიერ სახელმწიფოში, ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების მომავლის.
პოლიტიკა - 16:31, 15 Oct, 2020     4561
დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 21 კანდიდატია, ოპოზიციური კანდიდატების უმრავლესობა იურისტია. მათ შორისაა ახალგაზრდა, წარმატებული ბიზნესმენი 30 წლის დავით შალუტაშვილი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური წარსული. ის პარტია „რეფორმერის“ წევრია. დავითი პროფესიით ბიზნესის მართვის სპეციალისტია და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში - ეკონომეტრიკის მიმართულებით.


აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა დავით შალუტაშვილმა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონომიკის მაგისტრთა კლუბის“ დაფუძნებით, მან მონაწილეობა მიიღო 14 საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტში, რომელიც განკუთვნილი იყო ახალგაზრდებისთვის.

დათო შალუტაშვილი კონსულტაციას უწევდა და მართავდა 10 - მდე ბიზნეს კომპანიას - სარეკლამო, ქონებით ვაჭრობის, სამშენებლო, საექსპორტო-სასაწყობო, საცალო ვაჭრობის, გაზის - ელექტროფიკაციის მომსახურების, ტურისტულ და ლოჯისტიკის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. დავით შალუტაშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორისაა ერთ-ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია „ალაგი ლოჯისტიკი“. პროექტების უმეტესობა ორიენტირებული იყო ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვაზე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად მის მიერ მოზიდულმა სახსრებმა დაასაქმა 1000 მდე ადამიანი.

- რატომ გადაწყვიტეთ წარმატებულმა ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა და რატომ „რეფორმერში“ ?

- - "რეფორმერში" ვარ მისი დაარსებიდან 2019 წლის მარტიდან. თავიდან ეს იყო პროფესიონალების ახლგაზრდული მოძრაობა, ეგრეთწოდებული „think tank“ფორმატით, ორგანიზაციის მეშვეობით წელიწადზე მეტ ხანს ვანხორციელებდით სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს. ამ პროექტებში ბევრი წარმატებული მოაზროვნე ახალგაზრდა ჩაერთო, რაც ჩვენთვის იყო მოტივაცია, მეტი კარგი საქმე გვეკეთებინა. მათგან წამოვიდა სურვილი, „რეფორმერი“ ჩამოყალიბებულიყო, როგორც პოლიტიკური პარტია. როდესაც გუნდში ამ თემაზე საუბარი დაიწყო ბევრი ვიფიქრე ჩემს გადაწყვეტილებაზე, რადგან პოლიტიკა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. გადამწყვეტი აღმოჩნდა არგუმენტი, რომ პოლიტიკა არის ინსტრუმენტი, იყო მეტად ეფექტური და შედეგიანი ქვეყნისთვის, ვიდრე იყავი.

ჩვენს ქვეყანაში სახსრების ნაკლებობა იგრძნობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ყველა დარგში. ინოვაციების და პროგრესის ნაცვლად დარგები, მათ შორის ბიზნესი, გადარჩენაზე ფიქრობს. მოძველებული ვერტიკალური სტრუქტურული მიდგომებია პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაში, ამასთან სახელმწიფო არ არის ეფექტური მხარჯველი. სახსრების ის ნაკადი, რომელიც შეიძლება ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს იხარჯება ინერციით, არაეფექტურად და გროვდება საგარეო ვალი.

რადგან ყველა სფეროს წარმატების საფუძველი განათლებაა, პრობლემების იდენტიფიცირებას განათლების სისტემის მაგალითზე განვიხილავ: სკოლაში თორმეტწლიანი სწავლების შემდგომ, უნივერსიტეტში მოსახვედრად, მოსწავლების (აბიტურიენტების) სრულ უმრავლესობას, დამატებითი მომზადება სჭირდება - რა არის ეს თუ არა არაეფექტურად მართული განათლების სისტემა, გაფლანგული სახსრები და დაკარგული ადამიანური რესურსი. ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ყველა იმ სფეროდან, რომელთაც სახელმწიფოს სახსრებთან პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს, წარუმატებელი სისტემების სარჩენად საჭიროა სახსრები, ხოლო სახსრებისთვის წარმატებული სისტემები - იქმნება ბიუჯეტზე დამოკიდებული პარადოქსული მხარჯველობითი ჯაჭვი.

ქვეყანაში საჭიროა ძირეული და ეფექტური რეფორმები. უნდა შეიქმნას მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრავენ პრობლემას და გადაწყვეტენ მას. ჯგუფებში უნდა იყვნენ იმ სეგმენტის წარმომადგენლები, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად, ეხება ესა თუ ის საკითხი და არა მხოლოდ ყველაფრის „დაახლოებითი სიზუსტით“ მცოდნე ჩინოვნიკები.

სკოლების პრობლემები მოსწავლეების მშობლებზე, მასწავლებლებზე და დირექტორებზე უკეთ არავინ იცი, ხოლო ბიზნესის საჭიროება და საუკეთესო გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა იციან, ასეა ყველა სფეროში.

ჩვენი ქვეყნის განვითარება არის ჩვენი პასუხისმგებლობა. პრობლემები ზედაპირზეა, ყველა ვხედავთ და ვწუხვართ, მაგრამ არ ვაკეთებთ საკმარისს ცვლილებისთვის, მხოლოდ წუხილის გამოხატვა კი, ალტერნატივის შემოთავაზების და მოქმედების გარეშე დროის ფუჭი კარგვაა. ადრე თუ გვიან პრობლემები ყველას შეეხება. ძლიერ სახელმწიფოში, ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ახლობლების მომავლის. მე პოლიტიკაში მივდივარ როგორც ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის გამო უგვრძნია თავი უძლურად, როდესაც საქმე ძვირფასი ადამიანის ჯანმრთელობას შეეხო, და არ სურს უმოქმედოდ ყოფნა იმ ხალხის სახელით და მათ მაგივრად, ვისაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლია ბრძოლა, რომლებიც თავს გრძნობენ დაუცველად და ბედის ანაბარად მიტოვებულად.

მსურს ცვლილებების დაწყება დღესვე, რომ ხვალ ვიცხოვრო ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, გამართული ტელემედიცინა, სადაზღვევო მექანიზმი და პრევენციული ღონისძიებების ინოვაციური მეთოდები, სადაც ჯანმრთელობა აღარ იქნება ადამიანების მთავარი საფიქრალი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უახლოვდება 85 წელს, სადაც მოქალაქებს არ უწევთ თურქეთში, გერმანიაში ან ისრაელში სამედიცინო ტურისტად ყოფნა. ქვეყანაში სადაც არის ძლიერი განათლების სისტემა, სტუდენტები გადიან საერთაშორისო სარბიელზე, თითოეული ადამიანი ახერხებს თვითრეალიზებას, ინერგება და იქმნება ახალი ტექნოლოგიები, არსებობენ ნობელის პრემიანტი მეცნიერები და ლუკმა - პურზე ფიქრის ნაცვლად ერი კოსმოსურ გამოწვევებს ეჭიდება. მსურს დავინახო ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყანა, სადაც ეკონიმიკურ სიძლიერესთან ერთად დაცულია ბუნება და ადამიანის უფლებები, სადაც თანასწორობა არის ფუნდამენტალური ფასეულობა, წარმატებული სახელმწიფო ხომ თითოეულ მოქალაქეს თვითრეალიზების თანაბარ შესაძლებლობებს უნდა აძლევდეს. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის მთავარი სიამაყე არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეა, ეს რეალურად შესაძლებელია, საჭიროა ყოველი ჩვენგანისგან მხოლოდ ერთი რამ - არ ვიყოთ უმოქმედოდ.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42