"რეფორმერის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონში მაია კუკავა: ჩვენი მიზანია განათლებაში ფუნდამენტური ცვლილებების ინიცირება
პოლიტიკა - 16:01, 15 Oct, 2020     866
პარტია „რეფორმერის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობა.


მაია კუკავა::
მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით და სამუშაო შეხვედრების ფორმატში ვაგრძელებ. ვაკის რაიონში გაზრდილმა მშენებლობებმა გამოიწვია მოსახლეობის ზრდა, შესაბამისად, არსებული საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და სკოლები ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნას და ადგილობრივები იძულებულები არიან ბავშვები სხვა რაიონში მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ატარონ. ეს ბევრი ოჯახისთვის პრობლემაა და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, იწვევს სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირებულ პრობლემებს, სატრანსპორტო კოლაფსს, რაც ვაკის რაიონისთვის ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა. ვაკის რაიონში საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და სკოლების გახსნა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

როგორც მაია კუკავა აცხადებს, პარტია „რეფორმერის“ ხედვა ყველა სფეროში განათლებას ეფუძნება. მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფოში არსებული სტრატეგიით აქცენტი გაკეთებულია მოკლევადიან, ერთჯერადი პრობლემების გადაჭრაზე, რაც ვერ უზრუნველყოფს განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებას, რომ მან უპასუხოს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მაია კუკავა: განათლების კუთხით „რეფორმერის" მიზანია ფუნდამენტური ცვლილებების ინიცირება ისეთი საგანმანათლებლო სისტემის შესაქმნელად, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უპასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს, ჩამოაყალიბებს საზოგადოებაში მოზარდი თაობის ინტეგრირების მოდელს, რომელიც ორიენტირებულია სწავლისა და სწავლების მაღალი შედეგების მიღწევაზე, პრაქტიკაში ცოდნის გამოყენებასა და სწორი პროფესიული არჩევანით დასაქმებაზე. „რეფორმერის“ მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის განათლების ცენტრად ერთგვარი ჰაბის სახით, რომელიც მოემსახურება სამხრეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო მოთხოვნებს

„რეფორმერის“ ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა დღევანდელი ფორმით არსებული საჯარო სკოლების კონცეფციის ცვლილების ინიცირება და ახალი მოდელის დანერგვა. საჯარო სკოლები უნდა გადაკეთდეს ეგრეთ წოდებულ კამპუსის სტილის საჯარო სკოლად, რომელიც განთავსებული იქნება ქალაქის გარეუბნებში ან ქალაქგარეთ, რეგიონების შემთხვევაში კი გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ ცენტრებში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კამპუსის მთელი ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება.

მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო ტრანსპორტით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სასწავლო დაწესებულებას, სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, დასვენებისა და გართობის სივრცეებს. ეს მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მაღალი ხარისხის აკადემიური, მეცნიერული, სპორტული, სახელოვნებო, პროფესიული განათლება და განვითარდნენ. ამ ტიპის სასკოლო დაწესებულებაში წარმართული სასწავლო პროცესი არის წარმატების პერსპექტივა ყველა მოსწავლისთვის. კამპუსის ტიპის სკოლებში მოსწავლეები იღებენ თანამედროვე, გამოყენებით განათლებას, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებისა და მწვრთნელების მენტორობით - აცხადებს პარტია “რეფორმერის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42